(032) 2 293 249‬

„ბანაკი ზეთა“ – ყაზბეგში

პროექტის დეტალები

„ბანაკი ზეთა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში მდებარეობს. ევროკავშირის გრანტით ბანაკმა ველოტურებისთვის მთის ველოსიპედები შეიძინა და ვიზიტორების თავშესაქცევად საცოცი კედელი მოაწყო. ამასთან, ბანაკის საკონფერენციო სივრცე თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, ხოლო დამსვენებელთა სწრაფი კვებისთვის სამზარეულოში ცხელი ხაზი მოეწყო.“ევროკავშირის გრანტმა შესაძლებლობა მოგვცა ჩვენს მომხმარებლებს ახალი სერვისები შევთავაზოთ. ველოტურებზე და საცოც კედელზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში.” – ამბობს ანანო არაბული, „ბანაკი ზეთას“ დამფუძნებელი. ახალი სერვისების განვითარებამ ბანაკის ვიზიტორთა რაოდენობა 40%-ით გაზარდა. ამასთან, ბანაკში დამატებით ორი ადამიანი დასაქმდა, ხოლო ხელფასები 20%-თ გაიზარდა.
ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს, რითაც საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში ეხმარება. ამჟამად, ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტები  მიმდინარეობს ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტში: ყაზბეგი, ლაგოდეხი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო. აღნიშულ მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის დახმარებით ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (ე.წ. LAG-ბი), შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და კონკურსის წესით შეირჩა და დაფინანსდა ადგილობრივი განვითარების ინიციატივები. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე 275-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ახალი პროექტების მიმდინარეობის შედეგად ეს რიცხვი მალე ბევრად გაიზრდება. შედეგად, ქვეყანაში დასაქმდა სოფლად მცხოვრები 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო საცხოვრებელი პირობები 10 000-ზე მეტ სოფლის მოსახლეს გაუუმჯობესდა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყანაში სოფლის განვითარებას ცენტრალურ დონეზეც მხარს უჭერს და საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარება.