(032) 2 293 249‬

ბატატის სათბური – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ლაგოდეხში

პროექტის დეტალები

ევროკავშრის მხარდაჭერით ქალაქ ლაგოდეხში ბატატის ჩითილების გამოსაყვანის სასათბურე მეურნეობა მოეწყო. ინიციატივა გულისხმობს სათბურში ჩითილების გამოყვანას და შემდგომ მის გაზრდას ღია გრუნტზე ბატატის ტუბერების წარმოებისათვის. იგი ხელი უწყობს ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას სოფლის მეურნეობაში, ახალი  კულტურის  წარმოების გზით. ბოსტნეულის წარმოება ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა გზით, ხელოვნური პრეპარატების და სასუქების გარეშე.
„ევროკავშირი ძალიან დაგვეხმარა. უმაგისოდ მე სათბურს ვერ გავაკეთებდი და ნერგს ვერ გამოვიყვანდი, და თუ ნერგი არ მექნებოდა, საიდან მივიღებდი ამ მოსავალს? წელს მოლოდინი გვაქვს, რომ 40 ათასიდან 30 ტონა მაინც უნდა მოვიყვანოთ. თუ მეტი მოვიყვანეთ ხომ უკეთესია. მომავალი წლიდან დაგეგმილია ბატატის ჩითილების გაყიდვა ადგილობრივ მოსახლეობაში, რაც ხელს შეუწყობს ბოსტნეულის წარმოების პოპულარიზაციას და ფერმერების შემოსავლების ზრდას.“ – ამბობს რეზო ერიაშვილი, ევროკავშირის ბენეფიციარი.
ბატატი იმპორტირებული ბოსტნეულია, რომლის წარმოებაც საქართველოში 2018 წელს დაიწყო და იმპორტირებული პროდუქციის მეოთხედი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდა. ლაგოდეხში წარმოებული ბატატის რეალიზაცია ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში„ ხდება.
ინიციატივამ სეზონურად 12 ადგილობრივის დასაქმებას შეუწყო ხელი. მათი უმეტესობა ქალია.
ევროკავშრის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა“.