ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთში, დედათა მონასტრის სამკერვალო 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს

პროექტის დეტალები

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო-სახელოსნო ევროკავშირის მხარდაჭერით 5000 პირბადეს ამზადებს.
სამკერვალოში დასაქმებული დედები პირბადეებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალს და კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს უსასყიდლოდ დაურიგებს.