(032) 2 293 249‬

„ხინკალი გერგეთული“ – ყაზბეგში

პროექტის დეტალები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გერგეთის მკვიდრი დონარი წიკლაური ევროკავშირის ბენეფიციარია. ENPARD-ის სოფლის განვითარების გრანტის დახმარებით იგი ნახევარფაბრიკატ ხინკალს “გერგეთული” აწარმოებს. მომხმარებელს დონარი სამი სახეობის ხინკალს სთავაზობს – ხორცის, ყველის და კარტოფილის შიგთავსით. დონარის მომხმარებლები ადგილობრივი მოსახლეობა და მცირე საოჯახო სასტუმროებია, თუმცა იგი ბიზნესის გაფართოებას და მსხვილი სასტუმროების მომარაგებასაც გეგმავს. “ამ ბიზნესმა ჩემი ოჯახის შემოსავალი საგრძნობლად გაზარდა. ამასთან, ორი ადგილობრივიც დავასაქმეთ.”– ამბობს დონარი წიკლაური.
ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს, რითაც საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში ეხმარება. ამჟამად, ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის განვითარების პროექტები  მიმდინარეობს ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტში: ყაზბეგი, ლაგოდეხი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქედა და ხულო. აღნიშულ მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის დახმარებით ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (ე.წ. LAG-ბი), შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და კონკურსის წესით შეირჩა და დაფინანსდა ადგილობრივი განვითარების ინიციატივები. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე 275-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ახალი პროექტების მიმდინარეობის შედეგად ეს რიცხვი მალე ბევრად გაიზრდება. შედეგად, ქვეყანაში დასაქმდა სოფლად მცხოვრები 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო საცხოვრებელი პირობები 10 000-ზე მეტ სოფლის მოსახლეს გაუუმჯობესდა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყანაში სოფლის განვითარებას ცენტრალურ დონეზეც მხარს უჭერს და საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარება.