კონსერვაციული სოფლის მეურნეობა

პროექტის დეტალები

COVID-19-ის პანდემიის პირობებში ევროკავშირი და FAO ფერმერებს სასწავლო ხასიათის ვიდეოებს სთავახობენ, რომლებშიც წარმოდგენილია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ვიდეო მომზადდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.