(032) 2 293 249‬

კოოპერატივი ,,საწური” – ფოტო ისტორია

პროექტის დეტალები

„საბჭოთა კავშირის დროს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშები ნადგურდებოდა და მის მაგივრად უხვმოსავლიანი ვენახები ირგვებოდა. წყლისა და შაქრის გამოყენებით კი უხარისხო ღვინო კეთდებოდა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ შევძელით აღგვედინა და პოპულარული გაგვეხადა ისეთი ღვინის სახეობები, როგორიცაა ცოლიკაური და საწური. კოოპერატივსაც საწურის სახელი დავარქვით“
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე ერთი პატარა, საოჯახო ტიპის სასტუმრო მდებარეობს. სასტუმროს „მარანი“ ქვია, რადგან მისი ერთ-ერთი ღირსება სასტუმროს შიგნით საკუთარი ქართული მარანის არსებობაა. აქ მუშავდება ქართული უნიკალური ჯიშის ყურძნები, იწურება და ინახება სხვადასხვა სახეობის ქიმიურად დაუმუშავებელი ღვინო. სწორედ ქართული ღვინოა ის მაგნიტი, რომელიც სასტუმროში უამრავ ქართველ და ევროპელ ტურისტს იზიდავს. ვაჟა დავითაძე კოოპერატივი „საწურის“ თავმჯდომარე და სასტუმროს მფლობელია.კოოპერატივმა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და UNDP Georgia-ს ტექნიკური დახმარებით ENPARD-ის ფარგლებში თანადაფინანსებით 28,700 ლარის ღვინის ჩამოსასხმელი და გადამამუშავებელი ტექნიკური აღჭურვილობა მიიღო საჩუქრად.
„კოოპერატივის შექმნის იდეას ეჭვის თვალით ვუყურებდი. არ მეგონა, თუ გაამართლებდა.თან კოოპერატივს
1 საბჭოთა წრსულიდან სახელი აქვს გატეხილი. ევროკავშირის ქვეყნებს დიდი გამოცდილება აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმატებულ მუშაობაში და ამ პრაქტიკას ჩვენც გვიზიარებენ. ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის UNDP-ის საინფორმაციო შეხვედრიდან გავიგე ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში არსებული საგრანტო პროგრამების შესახებ, შევიტანე გადაცხადი და გავიმარჯვე“ , -გვიყვება ვაჟა დავითაძე.
ცხადია კოოპერატივის „საწური“ გამარჯვება გარკვეულ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. კოოპერატივს მფლობელობაში გააჩნია 1 ჰექტარი სავენახე მეურნეობა კახეთსა და მაღალმთიან აჭარაში, საიდანაც  ყოველწლიურად10 ტონა ყურძენს კრეფენ. გარდა ამისა კოოპერატივს ღვინის სარეალიზაციო ბაზარიც მოძიებული აქვს – საკუთარი სასტუმროს სტუმრები და ტურისტები, რომლებმაც კარგად იციან „საწურის“  პროდუქციის გემო და ყოველწლიურად ზღვაზე დასვენებასთან ერთად ღვინის ტურსაც აწყობენ.
3 „ძალიან ხშირად ჩამოდიან ჩვენთან ერთიდაიგივე სტუმრები    პოლონეთიდან და უკრაინიდან. იციან ჩვენი ღვინის გემო და  სამშობლოში დაბრუნებისას თითო სტუმარს 4-5 ბოთლი ღვინო თან  მიაქვს. უცხო სტუმრებისთვის ყოველკვირეულად უფასო ღვინის  დეგუსტაციასაც ვაწყობთ, რომ გავაცნოთ ჩვენი კოოპერატივის მიერ  ჩამოსხმული ღვინოები და მეტი ტურისტი მოვიზიდო სასტუმროში“.
„15 წელია ჩვენი სასტუმრო ბაზარზე არსებობს. ახლა კიდევ უფრო  გაიზარდა კონკურენცია და ამიტომ გადავწყვიტეთ კონკურენციისთვის აგეწყო ფეხი და საკუთარი მარანი შეგვექმნა და ღვინის წარმოებაც გაგვეფართოვებინა. ამაში ევროკავშირი დაგვეხმარა და ისეთი ძვირადღირებული ტექნიკური აღჭურვილობა მოგვაწოდა, რაც ღვინის  წარმადობას გაზრდიდა და ხარისხსაც გააუმჯობესებდა“

 

9

„ეს არის ნახევრად კომპიუტერული, ღვინის ჩამომსხმელი აპარატურა, რომელიც ევროკავშირმა ENPARD-ის
ფარგლებში გადმოგვცა და მისი ფასი 3,500 ლარია. ეს მოწყობილობა ბევრად უფრო ამარტივებს ღვინის ჩამოსხმის პროცესს, რადგან ერთდროულად რამდენიმე ბოთლის ჩამოსხმაა შესაძლებელი.“
„ეს წნეხი ევროპულიწნეხი – კახურ ქვევრში, ასევე იმერულში – მსოფლიოში  არის 3 ტექნოლოგია: 2 ქართული ტექნოლოგია, 1 ევროპული. რატომ არის საინტერესო ქართველებისთვის, ევროპული ღვინისთვის.

 

 

10
„ეს კი კლერტსაცლელი აპარატია. ღვინის ხარისხი დამოკიდებულია მეტწილად დაწურვამდე ყურძნის მარცვლის გამორჩევაზე. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია და დიდ ადამიანურ რესურსსა და დროს მოითხოვს. ამ აპარატის წყალობით, კლერტი ავტომატურად სცილება მარცვალს, იწურება და ხდება მისი ქვევრში გადაქაჩვა. მას აქვს თავისი მრიცხველიც, რომელიც ღვინის ლიტრაჟს ითვლის.“

 

11
„ეს პნევმატური რეზერვუარებიც ევროკავშირმა გადმოგვცა. რეზერვუარები სწორედ იმას უწყობს ხელს, რომ ისავტომატურად ივსება ღვინით და ღვინოც არასდროს არის ნაკლული, რაც მისი ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება“
„ENPARD-ის ფარგლებში ასევე გადმოგვეცა ეტიკეტის დამკვრელი მოწყობილობა, რომ ჩვენი ბრენდირებული ღვინო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ბაზრისთვის“.

 

 

 

12
„ევროკავშირმა ქვევრებიც გადმოგვცა. გარდა დახურული ქვევრებისა, ჩვენ ვაპირებთ ღია ქვევრების გაკეთებას, რომ შემოსულმა სტუმარმა ღვინის დუღილის პროცესის დაკვირვებაც შეძლოს. ქვევრის ერთი მხარე შუშით იქნება დაფარული და ეს პროცესი თვალსაჩინო გახდება“
,,ამ საწყობში ჩემი კოლექციაა. აქ ინახება ყველა ის ღვინო, რომელმაც ფესტივალში გაიმარჯვა მაგალითად, ეს ბერუაშვილის ღვინოა, რომელმაც მეორე ადგილი  აიღო. მან არც იცის ეს ღვინო რომ შენახული მაქვს.“

 

 

15
„ქართველი მეღვინესთვის ღვინო არის კულტურა, ეკონომიკა და პოლიტიკა. კარგი ხარისხის ღვინოს შეუძლია ქვეყნისთვის მსოფლიოში სახელის განთქმა. საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყანაში ფხვნილები და სხვადასხვა მინარევები ჩამოქონდათ და იმით აკეთებდნენ ღვინოს. დროა ახლა დავიწყოთ ჩვენი უნიკალური ტრადიციული სუფთა ღვინის წარმოება და ევროპის ბაზრებზე გავიდეთ“.
“ჩემს მარანში მომყავს საფერავი. ასევე პინო, რომელიც ფრანგული ჯიშის ყურძენია, სიტკბოებით გამოირჩევა და ტურისტებშიც ძალიან პოპულარულია. სხვათა შორის, დავაკვირდი და დეგუსტაციის დროს, ტურისტები კარგად ცნობენ კახური ჯიშის ღვინოებს. მაგრამ როგორც კი დასავლეთ საქართველოში მოწეული მოსავლის ღვინოს ვაგემოვნებინებ, როგორიცაა ჩხავერი ან საწური, გაოცებულები რჩებიან ახალი გემოს აღმოჩენით“.

 

18
„ეს აჭარული ჯიშის ყურძენია – „საწური“ მერისიდან. გამოირჩევა განსაკუთრებული ბუკეტით, არის თხელი, სუფრის ღვინო. ვამაყობ, რომ პატრიარქს პირადად გავუგზავნე 1 ბოთლი და მანაც სიამოვნებით მიირთვა. მიხარია, საქართველოცა და ევროკავშირიც ყურადღებას აქცევს ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშების აღორძინებას. საბჭოთა კავშირის დროს ქართული ყურძნის ჯიშები ნადგურდებოდა და მის მაგივრად უხვმოსავლიანი ვენახები ირგვებოდა. წყლისა და შაქრის გამოყენებით კი უხარისხო ღვინო კეთდებოდა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ შევძელით აღგვედინა და პოპულარული გაგვეხადა ისეთი ღვინის სახეობები, როგორიცაა ცოლიკაური და საწური. კოოპერატივსაც საწურის სახელი დავარქვით“
წარმატებები კოოპერატივს „საწურს“ და ქართული ჯიშის ღვინოებს.