(032) 2 293 249‬

მექანიზაციის ცენტრი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა თეთრიწყაროში

პროექტის დეტალები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მექანიზაციის ცენტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მდებარეობს. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტის ფარგლებში განხორციელდა აგრო-ტექნიკის შეძენა მცირემიწიანი ნაკვეთების დამუშავებისთვის. მარაბდისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება მიეცათ ადგილზე მიიღონ აგრო-ტექნიკის მომსახურება.
„გავიგე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის შესახებ, დავწერე პროექტი სადაც ვითხოვდი ტექნიკასტრაქტორებს, აგრეგატებს, რომელიც დააკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნას. როგორც ავღნიშნე პატარა ზომის ტექნიკა იყო საჭიროთეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა მოიწონა ჩემი პროექტი და მივიღე ევროკავშირის გრანტი. – ამბობს გიორგი ავჭალელი, ევროკავშირის ბენეფიციარი.
 
მექანიზაციის ცენტრს 15-მდე სასოფლო-სამეურნეო ოპერაციაზე შეუძლია მოემსახუროს მოსახლეობას. ადგილობრივ მცირემიწიან ფერმერებს 30-%-ით იაფად სთავაზობს სერვისს. ამჟამად ცენტრში 6 ადგილობრივია დასაქმებული.
 
ევროკავშრის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარებისთვის მომავალი საქართველოსთვის (RDFG).