(032) 2 293 249‬

მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

პროექტის დეტალები

2019 წლის 22 ივნისს, ევროკავშირმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტის მიზანია საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
„პირველ რიგში, ეს პროექტი გაზრდის შემოსავლებს; მეორე – ეს გააჩერებს მოსახლეობის მიგრაციას, სოციალური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს; მესამე – ეს განავითარებს საბაზისო, საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურას; და მეოთხე – ეს ხელს შეუწყობს გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფას. ამ ფაქტორების ერთობლიობით პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ, უწყვეტ და მზარდ გავითარებას.“ – ამბობს პროექტის მენეჯერი, ლევან დადიანი.
პროექტს „მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, PMC-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.