(032) 2 293 249‬

მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის 2019

პროექტის დეტალები

15-23 ივნისს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს ღია კონკურსის წესით შერჩეულმა წალკის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა. ინტენსიური შემეცნებით–გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო.