(032) 2 293 249‬

ნასრაშვილების მარანი – დედოფლისწყაროში

პროექტის დეტალები

პროფესიით ფილოსოფოსმა, ბექა ნასრაშვილმა გადაწყვიტა ჰობი ბიზნესად ექცია. იგი თბილისიდან დედოფლისწყაროში დაბრუნდა, საკუთარი მარანი ააშენა და ღვინის წარმოებას შეუდგა. ბიზნესის განვითარებაში ბექას ევროკავშირი დაეხმარა. სოფლის განვითარების გრანტით ნასრაშვილებმა მარნის სრული აღჭურვა, მოდერნიზება და ღვინის ბოთლში ჩამოსხმა შეძლეს. „ევროკავშირის დახმარებით ჩვენ შევძელით წარმოება გაგვეზარდა, ღვინო საკუთარ მარანში ჩამოგვესხა და ამ სახით გაგვეტანა უცხოეთის, მათ შორის ევროპის ბაზარზე.“ – ამბობს ბექა ნასრაშვილი.
წარმოების პირველივე წელსვე, ნასრაშვილებმა 25 ათასი ბოთლი 9 დასახელების კოლექციური ღვინო ჩამოასხეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღვინის ექსპორტზე ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე. ბიზნესინიციატივა დედოფლისწყაროში მუდმივად 7 ადგილობრივს ასაქმებს. ნასრაშვილები მარანშნი ვიზიტორებს ღვინის ტურს და დეგუსტაციას სთავაზობენ, რითაც მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდასაც უწყობენ ხელს.