(032) 2 293 249‬

ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავის „ჭიბონის“ წარმოება – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ქედაში

პროექტის დეტალები

ჭიბონი აჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. მასზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ და საცეკვაო მელოდიებს ასრულებენ. ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – გუდისგან და სტვირისგან.
„ცოდნა უნდა, როგორ უნდა დაამუშაო ტყავი, როგორ გამოხარშო ენები. ბეწვი უნდა გააცალო გუდას და დაარბილო. ჩემი პროექტი ითვალისწინებს, რომ არ დაიკარგოს ეს ტრადიციული ძველი ინსტრუმენტი და გადავცე მოსწავლეებს, გავზარდო, დაკვრაც ვასწავლო და გაკეთებაც“ – ამბობს მურად თავართქილაძე, ევროკავშირის ბენეფიციარი.
ევროკავშრის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის სოფლის განვითარების გრანტით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში მოეწყო ჭიბონის დასამზადებელი საწარმო. ინიციატივა ადგილობრივი ძველი ტრადიციების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მივიწყებული ძველებური ფოლკლორული ინსტრუმენტის ტრადიცია მომავალ თაობებს გადაეცემა.