(032) 2 293 249‬

ქართული თაფლის ევროპული მოგზაურობის პერსპექტივები

პროექტის დეტალები

„კოოპერატივი მეფუტკრეს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის თაფლი აწარმოოს, თანაც იმ რაოდენობით, რომ სხვა ქვეყნების თაფლის უწყვეტი მიწოდების პირობები დააკმაყოფილოს.“
„თუ ევროპის ბაზრებზე გასვლა გვინდა, მინიმუმ 100 ტონა თაფლს უნდა ვაწარმოებდეთ და ამისათვის აუცილებელია რამდენიმე კოოპერატივის გაერთიანება.“
“ქართული თაფლი გემოვნებით გამოირჩევა და სწორი ტექნოლოგიებითა და სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თაფლის ბრენდი შევქმნათ. სწორედ ასეთი ბრენდის შექმნაში გვეხმარება ევროკავშირი“
“საქართველოში დამკვიდრებულია მცდარი პრაქტიკა – ეტიკეტირებულ თაფლს უფრო არ ენდობიან, რადგან გონიათ, რომ ეს თაფლი ფალსიფიცირებულია.“
“გაუარესებულმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ საფრთხეში ჩააგდო ქართული ფუტკარი და მისი გამრავლება.“
რამდენიმე ხნის წინ ვანში მამა პეტრეს საკარმიდამოს ვესტუმრეთ.  ეზოში პატარა ფილიპე შეგვეგება. ფილიპე მამა პეტრეს 9 შვილიდან ერთ-ერთია. მამა პეტრე საკათედრო ტაძარში მოღვაწეობს და სასულიერო გინმაზიის დეკანია. თუმცა სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად საერო შრომაშიცაა აქტიურად ჩაბმული. მისი კოოპერატივი თაფლს აწარმოებს. „ორე ეტ ლაბორა“ – ასე ქვია კოოპერატივს, რაც ლათინურიდან ქართულად ნიშნავს „ილოცე და იშრომე“  და კოოპერატივიც თავის სახელწოდებას სრულიად ამართლებს.  მამა პეტრეს კოოპერატივი, ერთ-ერთი პირველი თაფლის კოოპერატივია ვანის რაიონში, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ENPARD-ის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება მიიღო. კოოპერატივს ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი კორპი“ ახორციელებდა. „ორე ეტ ლაბორა“ ახლა საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი საკოოპერაციო მოძრაობის, მეორე დონის კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ წევრია და საკუთარი თაფლის საწარმო გააჩნია.  მეორე დონის კოოპერატივი 5 პირველად კოოპერატივს აერთიანებს და მას 72 მეპაიე, წევრი ყავს. „თაფლი საჩინოს“ მატერიალური რესურსის საერთო ღირებულება, რომელიც კოოპერატივს  ტექნიკური აღჭურვილობის სახით ევროკავშირის დახმარებით  თანამონაწილეობის გზით გადაეცა, 200 000 ლარს აღემატება.
„15 წელია თაფლის წარმოების სფეროში ვმოღვაწეობ“, გვიყვება მამა პეტრე. „ამ ხნის განმავლობაში ფუტკრის 20-30 ოჯახზე მეტი არ გვყოლია, რადგან ინდივიდუალური მეფუტკრის სტატუსით ვაწარმოებდი თაფლს და გლეხური მეურნეობის დონეზე ვრჩებოდი. შესაბამისად იმ რაოდენობის თაფლს ვერ ვაწარმოებდი, რომ ჩემი მრავალშვილიანი ოჯახი პროდუქციის რეალიზაციით სრულყოფილად მერჩინა. კოოპერაციული მოძრაობის შესახებ ინფორმაცია ჩემი თანასოფლელის და ამავდროულად ჩემი მრევლის წევრის, მინდია ქავთარაძის შესახებ, 2 წლის წინ გავიგე. მინდიას ამ დროისთვის უკვე შეექმნა კოოპერატივი „ვაშლარა“ და ევროკავშირის მცირე გრანტიც ქონდა მოპოვებული“
მამა პეტრე ამბობს, რომ  ნეგატიური საბჭოთა მეხსიერების მქონე ფერმერისთვისცოტა დაუჯერებელი იყო  კოოპერატივის სიკეთეში დარწმუნება და მინდიას შეთავაზებას, ისიც ჩაბმულიყო მოძრაობაში, ეჭვის თვალით შეხედა.
13924899_1776055669306118_8748520733490273892_n
ვანელი ახალგაზრდა მინდია ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი იყო თავის რაიონში, რომელიც კოოპერატივების შესახებ ENPARD- ის საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო და თაფლის კოოპერატივი „ვაშლარა“ შექმნა. ევროკავშირის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და მერსი ქორპსის დახმარებით, კოოპერატივმა თანადაფინანსებით 35,100 ლარის ოდენობის ტექნიკური აღჭურვილობა მიიღო საჩუქრად.

 

 

 

 

13903420_1776055689306116_2875635957294318177_n
როცა კოოპერატივების შესახებ გავიგეთ, თავიდან არც ვიცოდით, რა სიკეთის მომტანი იყო კოოპერაციული მოძრაობა“, – გვიყვება მინდია. „რამდენიმე დღის განმავლობაში ვეცნობოდი საინფორმაციო ბიულეტენს. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე, მაგრამ რადგან დასაკარგი არაფერი გვქონდა, მივყევით ევროპელი კოლეგების რჩევებს და შევქმენით კოოპერატივი „ვაშლარა“. კოოპერატივი მეფუტკრეს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის თაფლი აწარმოოს, თანაც იმ რაოდენობით, რომ სხვა ქვყნების თაფლის უწყვეტი მიწოდების პირობები დააკმაყოფილოს.“

 

 

13882121_1776055719306113_6748216408237085881_n
ევროკავშირისა და მერსი ქორფსის დახმარებით, მინდიამ კოოპერატივის მენეჯმენტში და ხარისხიანი თაფლის წარმოებაში სხვადახვა ტრენინგი გაირა, ცოდნა დააგროვა და ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა, რათა თაფლის წარმოება კიდევ უფრო გაზრდილიყო.

 

 

13680774_1776057475972604_3085266113494586364_n
„ევროკავშირის დახმარებით, კი მივიღეთ 35,100 ლარის ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ მივხვდით, რომ თუ ევროპის ბაზრებზე გასვლა გვინდა, მინიმუმ 100 ტონა თაფლს უნდა ვაწარმოებდეთ და ამისათვის აუცილებელია რამდენიმე კოოპერატივის გაერთიანება. მეფუტკრეეობა ისეთი დარგია, რომ აუცილებელია თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. პირველად მამა პეტრესთან მოვედით და მოვუყევით კოოპერაციული მოძრაობისა და ENPARD- ის შესაძლებლობის შესახებ. თავიდან ეჭვის თვალით შემოგვხედა, მაგრამ საბოლოოდ შევძელით მისი დაწმუნება და მანაც თავის 9 თანამოაზრესთან ერთად კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ შექმნა. ამის შემდეგ ფეხდაფეხ შემოვიარეთ სოფლები, სად არ ვიყავით, სამტრედია, ბაღდათი, წყალტუბო და ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ადამიანები კოოპერატივების შექმნის აუცილებლობაში. ჩვენი მიზანი იყო, თავდაპირველად რამდენიმე პირველადი დონის კოოპერატივი შეგვექმნა და მერე ყველა ერთად მეორე დონის, უფრო მაღალი წარმადობის მქონე კოოპერატივში გაგვეერთიანებინა“

 

 

13906868_1776057552639263_7985999412587457486_n
მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია მამა პეტრესა და მინდიას მოხალისეობრივ აქტივობას. მამა პეტრე იხსენებს, რომ პირველ ეტაპზე ძალიან გაუჭირდათ კოოპერატივის წევრების მოძიება

 

„გაგვიჭირდა ხალხის დარწმუნება, რომ აუცილებელი იყოკოოპერატივში ჩაბმა. ვანში არის სოფლებ13920960_1776057642639254_9040697931267401118_nი, რომლებსაც თვეების განმავლობაში დენი არ მიეწოდებათ და შესაბამისად ინფორმაციაზე და განათლებაზე წვდომა ძალიან დაბალია. ახალგაზრდებისგან იცლება სოფლები და ხნიერ ადამიანებს სიახლის მიმღებლობა არ აქვთ და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. განსაკუთრებით არ სჯერათ გრანტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, რადგან ვერ ხვდებიან, რატომ გასცემენ საერთაშორისო ორგანიზაციები გრანტებს. არადა მარტივია, ევროკავშირი დაინტერესებულია საკუთარმა მოსახლეობამ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა თაფლი მიირთვას. ქართული თაფლი გემოვნებით გამოირჩევა და სწორი ტექნოლოგიებითა და სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თაფლის ბრენდი შევქმნათ. სწორედ ასეთი ბრენდის შექმნაში გვეხმარება ევროკავშირი“.

 

 

13654346_1776057699305915_5783854614598882331_n
მრავალთვიანი მოხალისეობრივი მუშაობის შედეგად და ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციების  „მერსი ქორპსის“ და „ადამიანი გაჭირვებაში“ ტექნიკური დახმარებით, მინდიამ და მამა პეტრემ  ვანის რაიონში 5 კოოპერატივის მობილიზება და მეორე დონის კოოპერატივში გაერთიანება შეძლეს.

 

 

 

13906868_1776057969305888_2231960036412970556_n
ამჯერად მეორე დონის კოოპერატივს „თაფლისაჩინო“ 72 წევრი ყავს. წარმადობის დინამიკაც გაიზარდა, 2 წლის წინ თუ 2,5 ტონა თაფლს აწარმოებდნენ, ახლა 16 ტონა თაფლს იღებენ და მომავალშიც ზრდის პერსპექტივა აქვთ. მეორე დონის კოოპერატივს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მერსი
ქორპსმა და ჩეხურმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ 200, 000 ლარზე მეტი ევროპული სტანდარტის თაფლის საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.

 

 

13686606_1776058172639201_1084403670510181903_n
„ახლა ნამდვილად ევროპული დონის თაფლის საწარმო გვაქვს, რომელიც არა მარტო შრომითი დანახარჯების შემცირებაში გვეხმარება, არამედ თაფლის ხარისხის გაუმჯობესებაში“, – ამბობს მამა პეტრე.  „მაგალითად, ადრე თუ ხელის ციბრუტით 2 დღეში 200 კილო თაფლის დაწურვას ვახერხებდით, ახლა 1 დღეში 4 ტონა თაფლის გადამუშავება ხდება. ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვით, უფრო მეტ თაფლს ვაწარმოებთ. თაფლის ხარისხიც ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდა“.

 

 

 

კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ ყველ13887065_1776066079305077_6543072920286987277_nა წევრს თავისი ფუნქცია აქვს: ზოგი ფუტკრის მოვლაზეა პასუხისმგებელი, ზოგი ლოჯისტიკაზე. ასევე ცალკე ჯგუფია გამოყოფილი, რომელიც თაფლის ხარისხის კონტროლს ახორციელებს. თაფლის ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა საქართველოს მეფუთკრეებისთვის.

 

13900060_1776059442639074_7392696114317583594_nმინდია ქავთარაძეს თქმით, თაფლის წარმოების ყოველი ეტაპი, ფიჭის დამზადებიდან მის დაკუპაჟებამდე, მნიშვნელოვანია საბოლოოდ ხარისხისანი თაფლის საწარმოებლად:
„ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის 1,500-მდე ტონის  შეტანის კვოტა აქვს. ეს არის საქმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა თალის ხარისხი ერთიან სტანდარტულ სქემაში უნდა ექცეოდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეთეფლეების გაერთიანება, რომ ყველამ ერთიანი სტანდარტისა და ხარისხიხის თაფლი აწარმოოს და ამ თაფლის მოცულობამ 100 ტონას გადააჭარბოს, რომ ჩვენ შევძლოთ უწყვეტი მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილება.“

 

 

რა მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს ევროპული სტანდარტის თაფლი?
13882598_1776059475972404_1032696801961084127_nმამა პეტრე გვიყვება: “სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც თაფლს აკეთებენ შაქრის მეშვეობით. ეს მომხმარებლებისთვის ყველაზე ნაცნობი ფალსიფიცირების მეთოდია. თუმცა არის თაფლის ხარისხის შემოწმების სხვა მეთოდები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაგალითისთვის, ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, ფიჭის ხარისხი. იმისათვის, რომ ფუტკარმა თავისით აწარმოოს  ერთი ფიჭა, მან უნდა დახარჯოს 1 კილოგრამამდე თაფლი. ეს მეფუტკრისთვის დიდი დანახარჯია. ამიტომ  თაფლის მეწამრე თავად აწამოებს ფიჭას. თუცმა ფიჭის წარმოების ხარისხიც გასათვალისწინებელია.  ძალიან ხშირად მეფუტკრე პარაფინის მეშვეობ13920816_1776060659305619_4183334555783165005_nით აკეთებს ფიჭას. პარაფინი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, თუმცა მისი წარმოება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ცვილის ფიჭისა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საწარმოს ფარგლებში, ჩვენ ვაწარმოებთ ბიოლოგიურად სუფთა, ცვილის ფიჭას, რომლიდან მოწეული თაფლიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ამ სტანდარტების დაცვა ინდივიდუალურ მეფუტკრეს ძალიან უჭირს, თუ ის დიდ წარმოებაში არ არის გაერთიანებული და საერთო ცოდნასა და პრაქტიკას არ იზიარებს, ასევე არ იყოფს იმ ფინანსურ დანახარჯებს, რაც კოოპერატივისთვის არ არის მძიმე ტვირთი,  თუმცა ინდივიდუალური მეფუტკრესთვის კი მეტი დანახარჯი აქვს. გარდა ფიჭის ბილოგიურად სისუფთავისა, მნშივნელობა  აქვს, სკის, 13906600_1776060909305594_3213717866291581513_nფიჭის ჩარჩოსა და სინის სისუფთავეეს. თუ სინა ალუმისნიგან არის დამზადებული, მას თაფლის ხარისხის დაბინძურება შეუძლია. გარდა იმისა, რომ ევროკავშირისგან მეორე დონის კოოპერატივის დაფინანება ავიღეთ, ჩვენ სახელმწიფოც დაგვეხმარა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფარგელბში საჩუქრად გადმოგვეცა 1,000 ცალის ბიო სკა. მომხმარებელმა ასევე უნდა იცოდეს ის რომ, ალუმინის ბიდონში შენახული თაფლი მძიმე მეტალებს ითვისებს, რაც  საზიანოა ჯანმრთელობისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუნდაც თაფლის წამოების ყველა ციკლი დაცული იყოს, მაგრამ ალუმინის ციბრუტში დაიწუროს თაფლი, უკვე თაფლის დაბინძურების ხარისხი მაღალია. ევროპული სტანდარტებით, თაფლის წარმოების მთელი ციკლი უნდა იყოს დაცული. ეს არ არის რთულ პროცესი, თუ მეფუტკრე მარტო არ არის,თანამშრომლობაშია სხვა მეფუთკეებთან, განვითარებასა და ხარისხზე არის ორიენტირებული.  ამისათვის ცოდნა და შრომაა საჭირო. ამიტომ აუცილებელია საერთო კოოპერატივის შექმნა, თანამშრომლობა, რომ ყველა ინდივიდუალური მეფუტკრეს, ერთი  საერთო სტანდართი ქონდეს და უვნებელ თაფლს აწარმოებდეს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ასევე ევროპული ბაზრის მომხმარებლებისთვის.“

 

მინდია ქავთარაძე, კოოპერატ13782103_1776064642638554_2198093117347776735_nივის „თაფლი საჩინო“ თავმჯდომარე: „20 კილო თაფლმა შეიძლება 10 ტონა პროფუქცია გაგიფუჭოს, ამიტომ ჩვენს კოოპერატივის წევრებთან გვაქვს მუდმივი მუშაობა, რომ თაფლის წარმოების რეგლამენტი შევასწავლოთ. ასევე ვიწვევთ სპეციალისტებს, რომ კოოპერატივის წევრების გადამზადება მოვახდინოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობანია, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ის სხვებსაც შევასწავლოთ, მაგრამ ხშირად სიხისტეს ვაწყდებით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, საქართველოში პირველი თაფლის საწარმო გავაკეთოთ, რომელიც ევროსტანდარტებით გადაამუშავებს თაფლს. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მეთაფლეებს, რომლებიც ჩვენს კოოპერატივში სამომავლოდ გაწევრიანდებიან, თუ როგორ უნდა მოუარონ ფუტკარს, რაპრეპარატებით უმკურნალონ. ევროკავშირის დაფინანსებით უკვე გვაქვს ის დანადგარები, რაც ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის არის საჭირო. კოოპერატივის წევრებს ვთავაზობთ ამ აღჭურვილობების უსასყისდლოდ მოხმარებას, რათა შევძლოთ ერთიანი სტანდარტის თაფლის წარმოება, რაც ექსპორტისთვის და ადგილობრივი მოხმარებისთვისაც იქნება სარგებლის მომტანი.“
13903416_1776064869305198_4049133561961592640_nმამა პეტრე ამბობს, რომ თაფლის მომხმარებლებსაც გარკვეული განათლება ჭირდება: „თაფლი უნდა იყოს მიკვლევადი, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს, თუ  რომელი ოჯახიდან არის ამოღებული თაფლი და  რა სტანდარტების დაცვით. საქართველოში დამკვიდრებულია მცდარი პრაქტიკა – ეტიკეტირებულ თაფლს უფრო არ ენდობიან, რადგან გონიათ, რომ ეს თაფლი ფალსიფიცირებულია. თაფლს პირადი სანდოობის საზომით ყიდულობენ, არადა ის თაფლი, რომელიც კერძო ოჯახებში მოიპოვება, შესაძლოა სრულიად არ აკმაყოფილებდენს თაფლის უვნებლობის სტანდარტებს“.
მიდნია ქავთარაძე: „მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე ძალიან ბევრი გააკეთა მეფუტკრეებისთვის, ახლა ჯერი ჩვენზეა. თუ ხარისხიანი  კუპაჟის პროდუქცია გვექნება და გავზრდით წარმოებას, მაშინ ბაზრებზე ადვილად გავალთ. ამისთვის, კი აუცილებელია რაც შეიძლებ13912797_1776065472638471_3212639828669919123_nა მეტი მეფუტკრე გავერთიანდეთ და საერთო სტანდარტით ვაწარმოოთ თაფლი. 2 ტონა თაფლი სოფლის მაღაზიამაც შეიძლება გაყიდოს მარტო. ჩვენ 5 კოოპერატივი კი არა , 20 უნდა გავაერთიანოთ, რომ ევროპის ბაზართან 100 ტონიანი თაფლის უწყვეტი მიწოდების ხელშეკრულება გავაფორმოთ. ამას წინათ, გავიგეთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინიდან ტენდერის გზით 45 ტონა თაფლი შეისყიდა თითო ლიტრი6,5 ლარად. ჩვენ ამ ტენდერს კონკურენციას ვერ გავუწევთ, რადგან წარმადობა ძალიან დაბალი გვაქვს და ხარჯები მაღალი.  ევროპაში თაფლის საშუალო ფასი 3 ევროა. ერთადერთი ახალზელანდიური თაფლი ვნახეთ, რომელიც 35 ევროდ იყიდებოდა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ახალ ზელანდიელები წლების განმავლობაში გადიან ერვოპულ ბაზარზე და უკვე ბრენდად ჩამოყალიბდნენ. ჩვენც ბრენდად უნდა ვიქცეთ. მანამდე კი  თაფლის ფასი უნდა გავთვალოთ 3 ევროზე ანუ 8 ლარზე.  საგულისხმოა, რომ 8 ლარად საქართველოში თაფლს არავინ გაყიდის, იმიტომ რომ პროდუქტიულობა არის დაბალი და ხარჯები მაღალი. აქ საშუალოდ 1 კომლს 15 კგ თაფლი მოყავთ, როდესაც იგივე დანახარჯებით ევროპაში 100 კილომდე თაფლს ითვლიან. ამიტომ ევროპაში თაფლის თვითღირებულება იაფია. გაერთიანების გარეშე არაფერი გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ  2000 ოჯახი ფუტკარი გვყავს და ყველაზე დიდი კოოპერატივი ვართ მთელ საქართველოში, ამასთანავე ყველაზე კარგი დანადგარები გვაქვს,  10%-იც კი არ არის იმ საქმისა, რაც გასაკეთებელია. იმისათვის, რომ ქართულმა თაფლმა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ბაზარზე, ჩვენს ქვეყანაში მეფუტკრეთა გაერთიანება არის აუციელებლი, რათა ვაწამოოთ ერთიანი სტანდარტის მქონე ხარისხიანი პროდუქტი.“
13938483_1776065902638428_4821633451815415723_n
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი „თაფლ საჩინოს“.  საქმე იმაშია, რომ გაუარესებულმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ საფრთხეში ჩააგდო ქართული ფუტკარი და მისი გამრავლება.  იმერეთში წაბლის ტყეები კატასტროფის პირას არის, კლიმატურმა ცვლილებამ, მწერების თავდასხმებმა და სახელმწიფოს მხრიდან უგულვებელყოფამ წაბლის ხეები პრაქტიკულად გააჩანაგა. წაბლის ყვავილი კი ფუტკრის საზრდოობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.
მიდნია ქავთარაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე, ფუტკრის „ღალიანობის“ დროს, როდესაც გამრავლების ყველაზე აქტიურ ფაზაშია ფუტკარი, პროცესის ხელშესაწყობად აუცილებელია წაბლის ტყეები ყვაოდნენ. სხვანაირად ფუტკარი წყვეტს გამრავლებას და იწყება მისი თანდათანობითი კვდომა.

 

 

„ჩვენ მზად ვართ ჩავებათ კი13920842_1776059175972434_9141021572249265038_nდევ ერთ მოხალისეობრივ საქმიანობაში და დავიწყოთ წაბლის ნერგების გამოყვანა. გვინდა, რომ ჩვენს მიერ გამოყვანილი წაბლის ნერგები მასობრივად გავავრცელოთ სოფლებში. თითო კომლმა 2-3 ნერგი რომ დარგოს, ბუნებასაც გადავარჩენთ, ფუტკარსაც და წაბლის თაფლის სახეობასაც.“
ამ ეკომოძრაობის წამოსაწყებად მინდიას და მის თანამოაზრეებს საწყისი კაპიტალი ჭირდებათ და დახმარებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან ელიან.