(032) 2 293 249‬

რესტორანი „მწვანე ცხვარი“ ყაზბეგში

პროექტის დეტალები

ხევმა საოცარი ადამიანი დაკარგა. ვუსამძიმრებთ შაკო კაზალიკაშვილის ოჯახს, მის მეგობრებს და ახლობლეს.
შაკოს ერთ-ერთი პროექტი, რესტორანი „მწვანე ცხვარი“ (Green Sheep) ევროკავშირმა ENPARD-ის ყაზბეგის განვითარების პროექტის ფარგლებში დააფინანსა. მიღებული გრანტით შაკომ რესტორნის სამზარეულო თანამედროვე ტექნიკით, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მოაწყო და მომსახურებაც გააფართოვა. საკუთარ ბიზნესში მან არაერთი ადგილობრივი დაასაქმა, ხოლო ახალგაზრდებს გადამზადების შესაძლებლობა მისცა.