(032) 2 293 249‬

სასწავლო ცენტრი „სპექტრი“ – დედოფლისწყაროში

პროექტის დეტალები

„სპექტრი“ დედოფლისწყაროში მდებარე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც ადგილობრივი მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სხვადასხვა საგნებში ემზადებიან. ისინი ასევე ეუფლებიან კომპიუტერულ პროგრამებს, უცხო ენებს, მათემატიკას, გეოგრაფიას, იღებენ სამოქალაქო განათლებას. ცენტრის დახმარებით, ადგილობრივ ბავშვებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დიდი ქალაქებში წასვლა და კერძო რეპეტიტორებთან მომზადება აღარ უწევთ. „შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. სასწავლო ცენტრის მოსწავლეების მიერ აღებული სასწავლო გრანტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩვენი ბავშვები წამყვან უნივერსიტეტებში ირიცხებიან.“ – ამბობს „სპექტრის“ დირექტორი, ნუნუ ცაკაშვილი-იმერლიშვილი. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრმა განაახლა შენობა, შეიძინა ლეპტოპები და სხვა საჭირო ტექნიკა. თუ ადრე ტესტირება ფურცელზე ხდებოდა, ახლა ბავშვებს შესაძებლობა აქვთ გამოცდა კომპიუტერის დახმარებით გაიარონ.