(032) 2 293 249‬

თოკების პარკი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა თეთრიწყაროში

პროექტის დეტალები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თოკების პარკის ატრაქცია ალგეთის ეროვნულ პარკში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარეობს. 225 მეტრიანი ატრაქცია წარმოადგენს თოკებისგან, ხიდებისგან, ძელაკებისგან და ბადეებისგან შემდგარ დაბრკოლებათა ჯგუფს. თოკების ატრაქცია მიწის ზედაპირისგან სხვადასხვა სიმაღლეზეა მოწყობილი. პარკი შედგება 2 მარშრუტისგან: „მოზარდებისთვის“ და „საოჯახო“.
„თოკების პარკი პოპულარიზაციას და ფინანსურ სარგებელს მოუტანს როგორც ალგეთის ეროვნული პარკს, ისევე ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ატრაქციაზე მოსულ ვიზიტორებს სჭირდებათ კვება, ღამის თევა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამ სერვისების უზრუნველყოფას ადგილობრივი მოსახლეობა უწყობს ხელს, რათ განავითაროს ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე. გამომდინარე აქედან პარკის ფუნქციონირებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებელს ნახავს.“ – ამბობს ავთანდილ მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი.
2018 წელს, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 88 ათასი კაცი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ თოკების ატრაქცია ალგეთის პარკში ვიზიტორთა რაოდენობას 40%-ით გაზრდის.
ევროკავშრის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარებისთვის მომავალი საქართველოსთვის (RDFG).