(032) 2 293 249‬

ვიდეო ისტორია: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“

პროექტის დეტალები

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ორწლიანი პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“ და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდნენ, 2017 წლიდან მიმდინარეობდა. იგი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას სამ მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის. შედეგად, 600-ზე მეტი მუდმივი დასაქმების ადგილი სამივე მუნიციპალიტეტში.
2015 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების ევროპული მოდელი საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში დაინერგა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა ბორჯომში, ლაგოდეხში, ყაზბეგში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ახალქალაქში, ქედასა და ხულოში. აღნიშული ჯგუფები, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წარმატებით ახორციელებენ სოფლის განვითარების პროექტებს. მათი უშუალო ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირის მიერ უკვე 400-მდე ინიციატივაა დაფინანსებული. ეს ინიციატივები ხელს უწყობს წარმოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვით სფეროებში. მათი საშუალებით, სოფლად უკვე დასაქმდა 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო 10,000-ზე მეტმა ადამიანმა სოფლად საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა. ამჟამად, დამატებით კიდევ ოთხ ახალ მუნიციპალიტეტში – ახმეტა, წალკა, წყალტუბო და მესტია – მიმდინარეობს სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის დანერგვის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნის პროცესი.
ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, ENPARD პროგრამის საშუალებით. 2013 წლიდან განხორციელებული, 179,5 მილიონი ევრო საერთო ბიუჯეტით, ENPARD – ის მთავარი მიზანია სოფლის ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღრიბის შემცირება. ENPARD -ის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge.