(032) 2 293 249‬

ვულკანური წიდის მოპოვება და გადამუშავება ახალქალაქში

პროექტის დეტალები

შპს „მერიდიანი 2006“ ახალქალაქის მუნიციაპლიტეტის სოფელ ოკამთან ვულკანური წიდის მოპოვებას და გადამუშავებას ახორციელებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძნა სატვირთო მანქანა და საველე-საოფისე კონტეინერი, რითაც წარმოების მოცულობა გააორმაგა. ამასთან, კომპანიამ დამატებით 15 ადგილობრივი დაასაქმა. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით, „მერიდიანი 2006“-მა ასევე შეიძინა მზის ელემენტები და ქარის გენერატორი, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს და გარემოზე ზემოქმედებას შეამცირებს. კომპანია ყოველწლიურად 20-30 ათას ლარს მარტო ბუნებრივი რესურსების გადასახადს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში.