(032) 2 293 249‬

ზრდასრულთა განათლების ცენტრი – ახალქალაქში

პროექტის დეტალები

ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს და მათ სამოქალაქო ჩართულობასაც უწყობს ხელს. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის დახმარებით, ახალქალაქის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ფარდაგების, ხალიჩებისა და გობელენების ქსოვა ქართულ-სომხური ორნამენტებით და ხელი შეუწყონ ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებასა და რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. სახელოვნებო კურსების მსმენელები, ძირითადად, ქალები არიან. ისინი სწავლობენ ხელსაქმეს, ითვისებენ ახალ პროფესიას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალში მათ დასაქმებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მათგანს ექნება თვითდასაქმების შესაძლებლობა, ან საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციის არეალი