(032) 2 293 249‬

მედიის წარმომადგენლების ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში სამცხე-ჯავახეთში

მედიის წარმომადგენლების ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში სამცხე-ჯავახეთში

15-16 სექტემბერს, სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაათვალიერეს და ახალციხეში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენასა და სემინარში მონაწილეობა მიიღეს. მედია ტური ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.
15 სექტემბერს, წამყვანი ბეჭდური, ელექტრონული და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლები ახალქალაქში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ესტუმრნენ – „ხულგუმო 2010“, „ხუთი ვარსკვლავი 2010“ და „მოსხი“. ასევე შედგა მათი ვიზიტი ახალქალაქის ფერმერთა მომსახურების ცენტრში.
dsc_0323
კოოპერატივი “ხულგუმო”-ს წევრებს  მეკარტოფილეობის მიმართულებით ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მათ 2014 წელს მიიღეს. კოოპერატივში გაწევრიანებულია 20 მეპაიე,  მათგან 16 ქალია. მათ მიერ ერთობლივად დამუშავებული მიწის საერთო ფართი 30 ჰექტარია. კოოპერატივის საქმიანობას ტრაქტორისა და მისაბმელების არქონა აფერხებდა, რაც ასევე ზრდიდა პროდუქტის თვითღირებულებას. ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2015 წელს კოოპერატივს გადაეცა ტრაქტორი მისაბმელებით, კერძოდ კი სათხრელი, სარგავი, გუთანი და სათესი. გრანტის საერთო თანხამ შეადგინა 14,674 ევრო. ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების შედეგად „ხულგუმო“-ს წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუმჯობესდა. დღეს, კოოპერატივს,ერთ ჰექტარ მიწაზე,გასული წლების 8-10 ტონისგან განსხვავებით, 30-45 ტონა კარტოფილი მოყავს.
dsc_0665
კოოპერატივი ’’ხუთი ვარსკვლავი’’ 2007 წლიდან ეწევა კარტოფილის მოყვანას. 2014 წელს,  “ხუთმა ვარსკვლავმა“ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიიღო. კოოპერატივში გაწევრიანებულია 12 მეპაიე,  7 ქალი და 5 კაცი.  კოოპერატივის წევრები წლების განმავლობაში კარტოფილს აწარმოებდნენ, მაგრამ ხარისხიანი თესლის და სასუქის არქონის გამო მაღალი მოსავლის მიღებასვერ ახერხებდნენ. ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2015 წელსკოოპერატივს E კლასის კარტოფილის თესლი და სასუქიგადაეცა. გრანტის თანხამ 15,500 ევრო შეადგინა. ევროკავშირის დახმარებამ კოოპერატივის წარმოების დონე და ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

 

 

კოოპერატივი ’’მოსხი’’ 2015 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისშიდაარსდა. კოოპერატივის dsc_0785წევრები  ერთობლივ საქმიანობას  2010 წლიდან მისდევენ – აწარმოებენ და ახდენენ  კარტოფილის, ხახვის, სტაფილოსა და ჭარხლის წარმოებასა და რეალიზაციას.  კოოპერატივში გაწევრიანებულია 4 მეპაიე, 3 კაცი და ერთი ქალი. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ ერთობლივად დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საერთო ფართი 16 ჰექტარსშეადგენს. ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, 2016 წლის 29 ივლისის ხელშეკრულების თანახმად,  კოოპერატივი ’’მოხსი’’ მიიღებს აგრეგატებს – ბოსტნეულის კომბინირებულ სათესს, ბაძის შემქმნელს, შემასხურებელს, ხახვის მოსავლის ამღებს. გრანტის თანხა  14,962 USD შეადგენს. „მოსხი“-ს წევრების თქმით, ევროკავშრის დახმარებას მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისა და ზრდისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

 

 

dsc_0732მედიის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ფერმერთა მომსახურების ცენტრი, ი.მ. ’’სერიოჟა ეზოიანი’’. მომსახურების ეს კერძო ცენტრი 2010 წელს, ახალქალაქში დაფუძნდა. მის საკუთრებაშია საოფისე, სავაჭრო და სასაწყობე ფართები. „მერსი ქორპსი“-ს (Mercy Corps) ENPARD-ის პროექტის ფარგლებში,2015 წელს, ცენტრს სადისტირბუციო სისტემის ამუშავებისთვისFord Transit  გადაეცა, რის შედეგადაც ცენტრის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული პროდუქციაუფრო ხელმისაწვდომი გახდა. გრანტის თანხამ 7,100 აშშ დოლარი შეადგინა. დღეის მდგომარეობით, ინდ/მეწარმე ’’სერიოჟა ეზოანი’’ 4000 ფერმერსემსახურება.მეწარმე ფერმერებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თანამედროვე სათესლე მასალას, ვეტერინარულ მედიკამენტებს, ასევე, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

 

 

dsc_081016 სექტემბერს, ახალციხეში, მედიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელის მიერ ორგანიზებულ სემინარში თემაზე: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითრების სააგენტოს მიერ სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული სახელმწიფო დახმარების პროგრამები. საინფორმაციო სემინარს სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე უძღვებოდა.
16 სექტემბერს, მედია ტურის მონაწილეები ENPARD-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“-ს (Mercy Corps) კონსორციუმის მიერ ორგანიზებულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენასაც დაესწრნენ. გამოფენას ასევე ესწრებოდა რეგიონში რეგისტრირებული 300-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.  ხოლო, რეგიონში მოქმედი დაახლოებით 40-მდე სასოფლო-სამეურნეო სერვისის მიმწოდებელმა გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და ადგილობრივ ფერმერებს სერვისები და შეღავათიანი მომსახურების პაკეტები შესთავაზა.