(032) 2 293 249‬
მერსი ქორპსი – Mercy Corps
3
,,მერსი ქორპსი წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.
,,მერსი ქორპსი” ეხმარება ქართველ ფერმერებს კომპლექსური მიდგომის გამოყენებაში ნაცვლად მათი აღქმისა ცალკე მდგომ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ პრობლემებად. ორგანიზაციამ  ჩამოაყალიბა სასოფლო მომსახურების ცენტრი, რომელიც მოსახლეობას და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და, ასევე, ეხმარება ბაზრებთან და მყიდველებთან კავშირის დამყარებაში. ამგვარ პატარა, სასოფლო და ხშირად იზოლირებულ თემებს ,,მერსი ქორპსი” გადასცემს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით. ,,მერსი ქორპსი” ასევე ეხმარება ფერმერებს სხვადასხვა სოფლებიდან ასოციაციებისა და კოოპერატივების შექმნაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ, ვებ-გვერდს: http://www.mercycorps.org

 


 

სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, „მერსი კორპსი“ ბორჯომის განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახორციელებს სოფლის განვითარების საპილოტე პროექტს „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“.
ხანგრძლივობა: 2015 – 2017 ( I ფაზა ), 2018 – 2020 ( II ფაზა )
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ადგილობრივი თემების ჩართულობაზე დაფუძნებული მიდგომის მხარდაჭერის, განვითარებისა და განხორციელების გზით. პროექტი ეფუძნება სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს – LEADER მიდგომას. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები ხდება უფრო ეფექტური, როდესაც მას ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მონაწილეები შეიმუშავებენ. პროექტი მხარს უჭერს „ლაგოდეხის გავითარების ჯგუფს“, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შექმნას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების შერჩევასა და განხორციელებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.borjomilag.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: მიხეილ ლომიძე
  • ელ-ფოსტა: Coordinator@borjomilag.ge
  • ტელ:  (+995) 599 259 181