(032) 2 293 249‬
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. სამინისტრო მიზნად ისახავს: საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნის ისტორიული და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით, აგრარული რეფორმების განხორციელებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერას;  ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას; საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას; შიდა და გარე ბაზრის პირობებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება/ანალიზს; სასოფლო-სამეურნეო მეწარმეების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, შესაძლებლობების განვითარებისა და პრაქტიკული კურსების ორგანიზების ხელშეწყობას; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციასა და ორგანიზებას, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების ტესტირებას; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობისა და განახლების მხარდაჭერას; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირებას და მათი გამოყენების ხელშეწყობას.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკური კონსულტაციების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომმიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 და საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2017-2020. სტრატეგიები, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მომზადდა, სექტორული რეფორმებისკენ მიმართული ძირითადი პოლიტიკური დოკუმენტებია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.moe.gov.ge/