(032) 2 22 04 26

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger)
Action Against Hunger / Action Contre la Faim (ACF) – “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” დაარსდა 1979 წელს საფრანგეთში. კონფლიქტური სიტუაციების, სტიქიური უბედურებისა და საკვების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო  შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის 30 წლიანი გამოცდილებით  ACF ახორციელებს პროგრამებს 40 ქვეყანაში წლიურად 5 მილიონი ბენფიციარის სასარგებლოდ. ACF-მა სამხრეთ კავკასიაში 1994 წლიდან დაიწყო მუშაობა.
2014-2017 წლებში, ACF-მა, ENPARD-ის კონსორციუმის პარტნიორებთან  ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ოქსფამი“, განახორციელა კოოპერატივების ხელშემწყობი ინტეგრირებული პროგრამა შესაძლებლობების განვითარების, ტრენინგების, სადემონსტრაციო ნაკვეთების, კერძო სექტორისა და ბაზრის მოთამაშეებთან კავშირის დამყარების გზით; პროექტი ასევე ითვალისწინებდა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების  ცვლილებების ადვოკატირებას სოფლად თემში კოოპერაციის პოტენციური გრძელვადიანი სარგებლის ხელშეწყობისა და არსებული გარემოს გასაუმჯებესებლად. პროგრამის ფარგლებში ACF იმუშავა ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში ბიზნეს-ორიენტირებული ფერმერთა ისეთი ჯგუფების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლებიც თხილის და ხილ-ბოსტნეულის წარმოებით არიან დაკავებულნი; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალების აქტიურ ჩართულობასა და  მათი გაუმჯობესებული ეკონომიკური როლის გათვალისწინებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს  www.actionagainsthunger.org