(032) 2 22 04 26

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF)
Action Against Hunger / Action Contre la Faim (ACF) – “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” დაარსდა 1979 წელს საფრანგეთში. კონფლიქტური სიტუაციების, სტიქიური უბედურებისა და საკვების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო  შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის 30 წლიანი გამოცდილებით,  ACF ახორციელებს პროგრამებს 40 ქვეყანაში, წლიურად 5 მილიონი ბენფიციარის სასარგებლოდ. ACF-მა სამხრეთ კავკასიაში 1994 წლიდან დაიწყო მუშაობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.actionagainsthunger.org

 


 

თანამონაწილეობითი ინტეგრირებული საზოგადოების განვითარება აფხაზეთში
ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში, ACF ახორციელებს პროექტს „თანამონაწილეობითი ინტეგრირებული საზოგადოების განვითარება აფხაზეთში“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 – 2018.
პროექტის მიზანია აფხაზეთში სოფლად საცხოვრებელი პირობებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესება, სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივ თემთა თანამონაწილეობით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ჩამოყალიბება და მის საქმიანობაში განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და შშმ პირების ჩართულობის უზრუნველყოფა. პროექტით გათვალისწინებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ადგილობრივი განვითარების ქვე-პროექტების დაფინანსება. ასევე, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი ტრენინგ კურსები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრში განხორციელდება და  ფერმერებისთვის მომსახურების მიწოდების ხარისხსა და ანგარიშვალდებულებას გააუმჯობესებს. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეოობის განვითარებასა და სტრატეგიის შემუშავების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის წახალისებას. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ევრინ ბლაუ
  • ელ-ფოსტა: eblau@sc.acfspain.org
  • ტელ:  (+995) 595 335 215