Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აპრილი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ხულოს განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ლაგოდეხს ესტუმრა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ვიზიტის ფარგლებში ხულოსა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ორივე მხარემ გააკეთა პრეზენტაცია განხორციელებული საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ორივე LAG-ის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს. მათ შორის იყო ვარდი სათბური, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, მარწყვის სათბური, სამაცივრე მეურნეობა და კიტრის სათბური.
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი პარტნიორები ეწვივნენ
 
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით პარტნიორი ორგანიზაციის – ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორებმა იმსჯელეს პროექტის მსვლელობაზე. ქედის LAG-ი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ ევროპულ გამოცდილებასა და ავსტრიული LAG-ების ფუნქციონირების თავისებურებებს გაეცნო და მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობივი განვითარების ჯგუფებმა პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს
 
ბათუმში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ების) ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების დაახლოება, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრას ორმოცამდე მონაწილე ესწრებოდა: ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ახალქალაქის, ხულოს, ქედას, თეთრიწყაროსა და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტის განმახორციებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, ქედაში გაიმართა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარლებშიც ჯგუფის მმართველმა საბჭომ განსაზღვრა და დაამტკიცა ჯგუფის სექტორული მიმართულებები და დებულებები. მათ შორის გამოიყო: ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება; გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება; სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; ახალგაზრდები, განათლება, კულტურა და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური საკითხები; საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა; ქალთა გაძლიერება და მათი ჩართულობა სოფლად განვითარებაში.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 

ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის ხელშეწყობით სოფლის განვითარების სემინარები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა

ევროკავშირის ხელშეწყობით, პარლამენტის აგრარული კომიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთში გასვლით სხდომებს მართავს

ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ქსელის ჩამოყალიბებას

თეთრიწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ს დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა

ქედის განვითარების ჯგუფი დედამიწის დღის აღსანიშნავ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 

კონკურსები
48501b13-a8b0-4906-b682-731942e5da78.png

ENPARD III-ის ფარგლებში ევროკავშირი აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას, საქართველოში სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მხარდასაჭერად

UN FAO აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კონკურსს ევროკავშირის ENPARD III-ის ფარგლებში ინდივიდუალურ და სათემო სასოფლო-სამეურნეო გრანტებზე განაცხადების ადმინისტრირებისთვის

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ლოგოს იდეებზე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
 
ENPARD-ის სხვა საგრანტო კონკურსები იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ახალქალაქის განვითარების ჯგუფი

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ინერგება სოფლის განვითარების ევროპული #LEADER მოდელი, რომლის მიხედვითაც სოფლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთვება ადგილობრივი, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორი. LEADER მიდგომა მკვიდრდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ადამიანები თავად ფიქრობენ, რა იქნება უკეთესი თავიანთი გარემოსთვის, განსაზღვრავენ ადგილობრივი ჯგუფის პრიორიტეტებსა და მიზნებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და სოფლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

.
image
კარტოფილის წარმოება ლენტეხში - კოოპერატივი „ზესხო“

საკომუნიკაციო ქსელის გარეშე დარჩენილ სვანეთის სოფელ ზესხოში მხოლოდ ორი მკვიდრი ოჯახია, რომელიც ზამთარსაც აქ ატარებს. სწორედ მათ შექმნეს კოოპერატივი და გადაწყვიტეს მოეყვანათ ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი, ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით. კოოპერატივი, რომელიც 9 წევრისგან შედგება, 25,000 ათასი ევროთი დაფინანსდა, რითაც შეიძინეს სხვადასხვა დანადგარი, რომელმაც სამუშაო კიდევ უფრო გაამარტივა.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები ლაგოდეხში – რუსთავი2
 
 
.
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები ყაზბეგში – რუსთავი2
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
ევროკავშირის მხარდაჭერით აღდგენილი გუდის ყველის წარმოების ტრადიცია თუშეთში -
კოოპერატივი „ალაზნისთავის“ ისტორია
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

 

„ჩემი მთავარი მიღწევა არის ის რომ უკვე მივიწყებული ტრადიცია აღვადგინე. ახლა კი ეს აუცილებლად გაგრძელდება, ამას უკვე აღარაფერი შეუშლის ხელს" - აღნიშნავს პაატა აბულიძე, კოოპერატივი "ალაზნისთავის" თავმჯდომარე.


ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, თუშეთში, კერძოდ კი ალაზნისთავში, სამანქანო გზისგან შორს გავრცელებულ ტრადიციულ საძოვრებზე მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზნისთავი“ საწარმო. შენობა ალპური მდელოებისა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეების გარემოცვაში, უძველესი ნასოფლარების, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და დღემდე შენარჩუნებული ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისგან მოშორებით არის განთავსებული. აქ კოოპერატივის წევრები თუშური ტრადიციული მეთოდით გუდის ყველს ამზადებენ. ერთ-ერთი საიდუმლოება, რომელიც თუშეთში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სწორედ თუშური გუდის ყველის დამზადების ტექნოლოგიაა, რომელიც ყველის სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, გუდაში შენახვას გულისხმობს. ასეთი მეთოდის გამოყენებით ყველი უნიკალური გემოვნური თვისებებით სრულყოფილი ხდება. თუმცა, ბოლო 20-30 წელია, რაც საუკუნეების ტრადიცია ყველის პოლიეთილენის პარკში დამზადების მეთოდმა ჩაანაცვლა. აღნიშნული უფრო მარტივია, თუმცა თავისთავად იკარგება ყველის უნიკალური გემოვნური თვისებები. კოოპერატივი „ალაზნისთავის“ თავმჯდომარე პაატა აბულიძე კი თუშეთზე და მის ტრადიციებზეა შეყვარებული. მან თუშეთში, ევროკავშირის ENPARD-ის დახმარებით, ეს ტრადიცია აღადგინა.

კოოპერატივი „ალაზნისთავის“ წარმატების ისტორია იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD