Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აგვისტო 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი ხულო FEST გაიმართა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
2018 წლის 25 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ფესტივალი გამართა. ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ტურისტები და ხულოს მაცხოვრებლები. ფესტივალის მიზანი იყო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, გარდა ამისა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ. სულ 19-მა მონაწილემ გამოფინა თავისი ნაწარმი.
 
 
image
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
 
საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოსული იყო 70 სრული განაცხადი კერძო თუ იურიდიოული პირების მხრიდან. განაცხადების განხილვის პროცესი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული დებულების სრული დაცვით წარიმართა. ამასთან, გათვალისწინებული იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტები. დამტკიცდა 32 საგრანტო პროექტი შემდეგ სფეროებში: ტურიზმის განვითარება; სოფლის მეურნეობის განვითრება; სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს განვითარება; კულტურული სფეროს განვითარება.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა
 
კურსს, რომელიც ENPARD-ის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული, 12 მონაწილე დაესწრო. კურსი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებში პროექტის წერის ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საჭიროებების შეფასება, მიზანი და ამოცანები და ა.შ. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა ჩართულობას.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ყაზბეგს ესტუმრნენ
 
ვიზიტის მიზანს ფონდების მოძიების ტრეინინგში მონაწილეობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის პროგრამის პირველ ფაზაში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა. ფონდების მოძიების ტრეინინგი მიზნად ისახავდა საგრანტო პროექტის წერის პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა და ფონდების მოძიების გზებისა და ხერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას LAG-ების წევრებისათვის. ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ქვე-პროექტები მოინახულეს.
 
გაიგეთ მეტი
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
 
54ef8c38-1a38-49c7-8154-257865791867.png

ევროკავშირის LEADER მიდგომა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტის სახით ინერგება, ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობას, თავად გადაწყვიტოს, როგორ მიაღწიოს სოფლის განვითარებას. ადგილობრივი მონაწილე მხარეები სხვადასხვა სფეროდან - სამოქალაქო საზოგადოება, საჯარო და კერძო სექტორები - ერთობლივად მუშაობენ თავიანთი ტერიტორიის განვითარებისთვის. ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა შექმნა მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ლაგოდეხის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სოცილურ, გარემოს დაცვის მიმართულებებს და, პრაქტიკულად, ლაგოდეხში ინვესტირების გზამკვლევს წარმოადგენს. ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივები უკვე წარმატებულია. მათ შორისაა: კიტრის სსათბურე მეურნეობა; ვარდის სასათბურე მეურნეობა; მარწყვის სასათბურე მეურნეობა; ჩირის საწარმო; დენდროლოგიური პარკი; დახურული ტერასა და კაფე; ღია სავარჯიშო დარბაზი; ელექტროგაყვანილობა ხილის მეურნეობისთვის; ინსტრუმენტალური სტუდია; შშმ ბავშვთა ფსილო რეაბილიტაციის ცენტრი; ინვენტარი საბავშვო ბაღისთვის და ბევრი სხვა.

გაიგეთ მეტი

ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ახალქალაქის განვითარების სტრატეგია

‘ერთი ძლიერი გუნდი რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ - ძლიერი, ლამაზი, სუფთა, ეკოლოგიურად დაცული სამცხე-ჯავახეთი“. ეკონომიკა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდები, სპორტი, გარემოს დაცვა, გენდერის პროგრამები, ტურიზმი - ეს არის იმ პრიორიტეტების მცირე ჩამონათვალი, რომელთაც ახალქალაქის განვითარების სტრატეგია მოიცავს.

.
image
სიმინდის მოყვანა სამეგრელოში - კოოპერატივი „ფერმერი 2015“

სოფელ კეთილარის მაცხოვრებლების მიერ ჩამოყალიბებული კოოპერატივი „ფერმერი 2015“, დაინტერესებულ პირებს ეკოლოგიურ და ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილ სიმინდს სთავაზობს. ევროკავშირის გრანტით კოოპერატივმა შეიძინა ტრაქტორი, რომელსაც ხვნასთან ერთად კიდევ მრავალი ოპერაციის შესრულება შეუძლია. კოოპერატივის შექმნამ შეამცირა როგორც საერთო ხარჯები, ასევე მექანიზაციის დანახრჯებიც.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ENPARD-ის პუბლიკაციები
ახალი სუნთქვა – მედია ტური ქედაში

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის განვითარებას ქედში და ENPARD პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშესაწყობად მრავალწლიან პროექტს იწყებს. ამჟამად ქედის მუნიციპალიტეტში უკვე ბევრი ოჯახია შეჭიდებული მცირე საოჯახო ბიზნესს ამა თუ იმ მიმართულებით – მაღალმთიანი აჭარა ხომ უამრავ შესაძლებლობას იძლევა და თუკი ადრე იქაურები მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფ სარჩო-საბადებელს გამოიმუშვებდნენ, დღეს უკვე საკუთარი საქმიანობის გაფართოებას და ამ გზით შემოსავლის მიღებას ცდილობენ.

.
image
ფუტკრის რძე მაღალი მთებიდან

მეფუტკრე რევაზ თურმანიძე საკუთარ საფუტკრე მეურნეობას ქედის მუნიციპალიტეტში უძღვება. იგი ამ საქმეში ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მაშინ მეფუტკრეობა დიდად განვითარებული არ ყოფილა. ფერმერის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფუტკრის რძის მოპოვება ბევრად სარფიანი საქმეა, ვიდრე, მაგალითად, თაფლის. რევაზს არა მარტო საკუთარი წარმოების გაუმჯობესება სურს, არამედ უკვე წლებია ამზადებს მეფუტკრეებს, ეხმარება და უზიარებს მათ თავის გამოცდილებას.

image
ENPARD-ის სხვა პუბლიკაციები იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD