Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
დეკემბერი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელეს

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა, და მასთან, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებზე მსჯელობა. შეხვედრაზე წარმოადგენილი იყო სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის კვლევის (South Caucasus Trade Study) ძრითადი მიგნებები და სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებაში. აჭარაში ეს ინიციატივა სოფლის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230,000 ევროს შეადგენს.

ევროკავშირი ხელს უწყობს აჭარის სოფლის განვითარებას image
image

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ევროპული სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD) მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამუშაო შეხვედრაში.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი LAG-ებისთვის სოფლის განვითარების სფეროში ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, დახმარება შიდა და გარე საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებაში და საჭირო პარტნიორების მოძიებაში ადვოკატირებისა და დაფინანსების მოზიდვისთვის მყარი პლატფორმის შესაქმნელად, რჩევები თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და, ასევე, GALAG-ის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხების განხილვა.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოფლის განვითარების 17 ინიციატივა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის სფეროებიდან შეირჩა. საერთო ჯამში შემოვიდა 126 ინტერესთა გამოხატვის ფორმა. განხილვის პროცესი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული საგრანტო სახელმძღვანელოს დაცვით წარიმართა.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.

სხვა ახალი ამბები

საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების ევროპულ ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობას აყალიბებენ

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და განახლებად ენერგორესურსებზე საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

ევროკავშირის ხელშეწყობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გაიხსნა

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირის მხარდაჭერილი კიტრის სათბური ლაგოდეხში

სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტის ისტორია

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

თენგიზ ბერიძე აჭარელი ეკომიგრანტია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სოციალურ დახმარებაზე უარი განაცხადა და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში კიტრის სათბური მოაწყო.

800 კვ.მ. მიწაზე 2000 ძირი კიტრია დარგული. სათბური ენერგოეფექტურია. ის ნამჯით თბება და გარემოზე ნაკლები ზემოქმედება აქვს. სათბურის საშუალებით თენგიზ ბერიძეს შემოსავალი მუდმივად აქვს. იგი სეზონურად 3 ადგილობრივსაც ასაქმებს.

„კიტრის მოვლა ორი ხელით შრომას არ მოითხოვს. ერთი ხელითაც მოერევი თუ მოინდომებ. თუ იმაზე მეტი გინდა რაც გაქვს, ცოტა უნდა შეეცადო. ამ საქმემ ხვალინდელი უკეთესი ცხოვრების სტიმული მომცა.“ – ამბობს თენგიზი.

კიტრის სათბურის ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

ENPARD-ის ისტორიები
image
ENPARD-ის ტერასა და წიგნის კაფე ლაგოდეხში

ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში „ვალდჰოტელი“ ENPARD-ის ტერასა და წიგნის კაფე მოეწყო. ტერასის გახსნამ ლაგოდეხში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი, ხოლო ადგილობრივებს დამატებითი ეკონომიკური სტიმული შესძინა. კაფე ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მარაგდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 12 ადამიანი, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.

.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
სალიფსიტე მეურნეობა ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თამაზ ჩეკურაშვილი ევროკავშირის პროგრამის ბენეფიციარია. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, სოფელ ტაძრისში, მან ახალი საკალმახე ააშენა და სალიფსიტე მეურნეობა განავითარა. ამ დახმარების შედეგად, თამაზს ლიფსიტის ექსპორტი აღარ სჭირდება. ლიფსიტის ადგილობრივად გამოყვანის შესაძლებლობამ მისი დანახარჯები გაანახევრა, ხოლო წარმოება გააორმაგა. თამაზი ბაკურიანში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებს ცოცხალი თევზით ამარაგებს, ბიზნესში კი 5 ადგილობრივს ასაქმებს.

ENPARD მედიაში
image
ENPARD-ის სოფლის განვითარება ლაგოდეხში - გადაცემა „ფერმა“, 1 არხი
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი ახალქალაქში - „აგრო სიახლეები“, JRC
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

ფერმა ბორჯომში როგორ ვითარდება ადგილობრივი მეურნეობა – 1 TV

ENPARD-ის სოფლის განვითარების პროგრამა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – Palitra TV

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD