Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
თებერვალი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარამ სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭომ დაამტკიცა რეგიონის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 214 მლნ ლარს აჭარბებს. გეგმაში აღწერილია პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც მომავალი სამი წლის მანძილზე განხორციელდება სოფლის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტისა და ხარისხის გაუმჯობესების, სოფლად აქტიური, მოქნილი და მეწარმეობის უნარის მქონე თემების ჩამოყალიბების, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებისა და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით. ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად აჭარის სოფელი გაუმკლავდება იმ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, რომლებიც აღწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიაში.
 
 
image
 
ENPARD-ის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამა გრძელდება
 
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი თვის წინ დაიწყო. „გასაუბრების იმიტირებით ვცდილობთ მონაწილეები რეალური გასაუბრებისთვის მოვამზადოთ. მსგავს სიმულაციას პროგრამის დასაწყისშიც მივმართეთ და დღევანდელმა ინტერვიუებმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად გაიზარდნენ და განვითარდნენ ბენეფიციარები ბოლო თვეების განმავლობაში. პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მონაწილეებმა დასაქმებისათვის საჭირო უნარები შეიძინონ და განივითარონ“ – განაცხადა RDFG-ის პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა განვითარების ჯგუფებმა ბორჯომიდან და ლაგოდეხიდან სამუშაო შეხვედრა გამართეს
 
ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში, ლაგოდეხში, ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გაცვლითი ვიზიტის მიზანი იყო ლაგოდეხისა და ბორჯომის ლაგების ერთმანეთთან დაკავშირება, ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, ასევე სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. სამუშაო შეხვედრას ორმოცდაათამდე მონაწილე ესწრებოდა: ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტებში პროექტის განმახორციებელი პარტნიორი ორგანიზაციების „მერსი ქორფსისა “და „ქეას“ წარმომადგენლები.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით მეწარმე ქალბატონებისთვის ქედაში სასწავლო კურსი ჩატარდა
 
კურსი ევროკავშირის ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორის CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების მაძლიერებას, მათთვის ბიზნესის შექმნისა და განვითარების პროცესში დამატებითი შესააძლებლობების მოძიებისა და გამოყენების სწავლებას. სწავლება წარიმართა როგორც თეორიული მასალების, ისე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. კურსში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე არსებული მცირე საოჯახო ბიზნესის მქონე და ასევე მომავალმა მეწარმე ქალებმა. კურსდამთავრებული ქალბატონები მონაწილეობას მიიღებენ 8 მარტს, ბათუმში დაგეგმილ „მეწარმე ქალთა ფორუმში“.
 
გაიგეთ მეტი
 
საგრანტო კონკურსები
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სოფლის განვითარების ინიციატივა - თხილამურების გასაქირავებელი ჯიხური ბაკურიანში

სოფლის განვითარების ინიციატივა, რომელმაც ევროკავშირის დახმარებით შეიძინა:
🔹 თხილამურების გასაქირავებელი ჯიხური
🔹 20 წყვილი თხილამური
🔹 სათხილამურო ფეხსაცმლის სპეციალური საშრობი მოწყობილობა ინიციატივას ყოველწლიურად 1,800-მდე მომხმარებელი ჰყავს.

.
image
ევროკავშირის მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სამეგობრო 2014“

5 წევრიან კოოპერატივში მღალი ხარისხის ქვირითსა და ლიფსიტს აწარმობენ. ევროკავშირის დახმარებით, კოოპერატივმა შეძლო სამი ახალი ავზის მოწყობა, მეურნეობის ეზოს შემოღობვა, წყლის სისტემისა და საქვირითე და სალიფსიტე ნაგებობების მოწყობა, თევზის ტრანსპორტირებისთვის ავტომობილის შეძენა. საგრანტო დახმარების გარდა, კოოპერატივმა გაიარა ტრენინგებიც.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ENPARD-ის შედეგები და სამომავლო გეგმები გადაცემაში DCFTA Info - პირველი რადიო
 
 
.
 
image
 
„ხორგის სათბურების“ წარმატების ისტორია - TV პირველი
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ევროკავშირის მხარდაჭერა საქრთველოში სოფლის განვითარების კუთხით


სხვა ინფოგრაფიკები
იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD