Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
იანვარი 2018 / გამოცემა N1
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
სოფლად შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. სწორედ ეს არის ახალი 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მიზანი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში, FAO-ს მიერ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. სოფლის მეურნეობის განვითარების აღნიშნული პროექტის განხორციელების შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს ხელი.
 
 
image
 
ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ოთხთვიანი აქტიური მუშაობის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა. ქედის LAG-ში გაწევრიანებულია 266 ადამიანი, მათგან 40% ქალია. რაც შეეხება სექტორებს, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად არის განაწილებული: საჯარო სექტორი - 36%, სამოქალაქო სექტორი - 14%, ხოლო კერძო კი - 50%. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში წარმოდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის 9-ვე თემის წარმომადგენელი.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ხულოს მუნიციპალიტეტში LAG-ის მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა
 
არჩევნებს წინ უძღოდა საერთო კრების შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა 15 წევრით, რომელშიც 5 - საჯარო, 8 – სამოქალაქო, 2 კი კერძო სექტორის წარმომადგენელია. მთლიანად, ხულოს LAG-ში გაწევრიანებულია 111 ადამიანი, აქედან 24 ქალბატონი და 18 ახალგაზრდა. წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 24.4% - კერძო სექტორი, 48.6% - სამოქალაქო სექტორი და 27% - საჯარო სექტორი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
CENN-მა მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლა
 
ღონისძიების მიზანი იყო პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარტნიორების, ასევე ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებმა.
 
გაიგეთ მეტი
 
საგრანტო კონკურსები
 
ENPARD-ის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” და ბორჯომის განვითარების ჯგუფი აცხადებენ ბორჯომის განვითარების საგრანტო პროგრამას

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD II პროგრამის ფარგლებში, “HEKS-EPER” აცხადებს საგრანტო კონკურსს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში

 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ახალქალაქის LAG-ის წევრები ყაზბეგს ესტუმრნენ

ახლადჩამოყალიბებული ახალქალაქის LAG-ის წევრები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყაზბეგის LAG-ს ესტუმრნენ. შედგა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბების და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო კონკურსების განხორციელების შესახებ.

.
image
კოოპერატივის წევრთა რეესტრი

🔹როგორ ხდება კოოპერატივის წევრთა ოფიციალურ რეესტრში რეგისტრაცია?

🔹რა უნდა ვიცოდეთ კოოპერატივის მეპაიისა და ასოცირებული წევრების დარეგისტრირებისთვის?

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ENPARD III-ის ფარგლებში 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება - TV პირველი
 
 
.
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით FAO სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
ცოტაც ბევრია? „უსახელაურის“ ღვინის ამბავი
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

უსახელაური უძველესი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ საქართველოში იზრდება. ყურძნის ეს ჯიში ლეჩხუმის რეგიონის (დასავლეთ საქართველო) რამდენიმე სოფელში გვხვდება, რადგან ის მხოლოდ ამ რეგიონის კონკრეტულ მიკროზონებში ხარობს. სეზონზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ტონა ყურძენი იკრიფება. ამ ყურძნისგან გაკეთებული ერთი ბოთლი უნიკალური და იშვიათი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის ფასი 150-170 ლარია (60-70 აშშ დოლარი). ერთი და იმავე ყურძნის ჯიშისგან და ერთი და იმავე ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოების ფასები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება. რატომ იხდის მომხმარებელი ერთ ღვინოში ბევრს და მეორეში არა? არის ერთი ღვინო ასჯერ და ათასჯერ უკეთესი მეორეზე? ბევრ საინტერესო ინფორმაციას უსახელაურის და სხვა იშვიათი ღვინოების თავისებურებების შესახებ გაეცანით ISET-ის ბლოგში!

პუბლიკაცია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD