Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ივლისი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ კახეთში ევროკავშირის პროექტები მოინახულა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
ქალბატონი კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე, რეგიონისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად, კახეთში გაემგზავრა და ლაგოდეხში, ყვარელსა და თელავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ეწვია.
 
“მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი კახეთს ეხმარებოდა; მე ამ დახმარების ზოგიერთი შედეგი ვნახე. შევხვდი იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც ევროკავშირის წყალობით გაუმჯობესდა – ფერმერებს და მეწარმეებს ლაგოდეხსა და ყვარელში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ინიციატივების შედეგად მოხდა ეკონომიკური განვითარება, სოციალური სარგებელის მიღება და მოქალაქეების უფლებამოსილების გაზრდა. კახეთში ჩვენი ჩართულობა გაფართოვდება, მაგალითად, ისეთ საკითხებში, როგორიც არის საბავშვო ბაღების უფრო ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, მიკრო საწარმოების, სათემო ცენტრების ფინანსური მხარდაჭერა ან ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლების ტრენინგის ჩატარება“ - აღნიშნა ქალბატონმა მატერნოვამ ვიზიტის დროს.
 
 
image
 
ევროპის სოფლის განვითარების ქსელი მხარს უჭერს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას საქართველოში
 
ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ENPARD-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის 35-მდე წარმომადგენელმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სემინარში, ევროკავშირის სოფლის განვითარების ქსელებზე. სემინარი მიზნად ისახავდა ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირის სოფლის განვითარების ქსელების მუშაობის შესახებ და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის მომავალ როლზე სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის ეროვნული ქსელების მიზნებზე, წევრობასა და მართველობის საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნენ ევროპის სოფლის განვითარების ქსელის თემატურ საქმიანობას სოფლის მწვანე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, სოციალური ინკლუზიურობისა და ახალგაზრდობის ჩართულობის მიმართულებით.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ქედის ადგილობრივმა განვითარების ჯგუფმა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა
 
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერ“-ის ფარგლებში, დემოკრატიის ინსტიტუტის, CENN-ის და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმრთველი საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სექტორულ ქვეჯგუფებთან. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი და შეიმუშავეს შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა შემდეგი მიმართულებისათვის: სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება სოფლად ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისათვის; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა; განათლება, კულტურა და სპორტი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო
 
საპროექტო იდეების გენერირება, ახალგაზრდული პროექტების წერა და გუნდური მუშაობა იყო წამყვანი თემები ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკისა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით კახეთში ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში შედგა. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ კახეთის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ-ისტორიულ და რეკრეაციულ ადგილები, გაიგეს რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მოჩითვისა და ქართულ სუფრის შექმნის ხელოვნება.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ინიციატივების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ იმსჯელეს

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

დედოფლისწყაროს სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სოფლის ტურიზმი“

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

RDFG-მ ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ თეთრიწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღე აღნიშნა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის მწვანე ბანაკი მოეწყო

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაცია
ევროკავშირის მხარდაჭერით ჯუთაში სამთო ტურიზმი ვითარდება და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება
 
რატომ მაინცდამაინც ჯუთა? იმიტომ, რომ აქედან ყველაზე ლამაზად ჩანს ჭაუხები!
54ef8c38-1a38-49c7-8154-257865791867.png


ჭაუხების ძირში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე განთავსებულ მინდორში თითქოს ერთფეროვანი სანახაობა უნდა დაგვხვდეს - შთამბეჭდავი, მაგრამ ერთფეროვანი. ლამაზი ხედები, უნიკალური ბუნება და სიმშვიდე - ის, რაც აქამდე სადღაც ყველას გვინახავს და მოგვწონებია, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში აქ დაბანაკებაზე მხოლოდ მოსაწყენ კონტექსტში თუ გვიფიქრია. რა უნდა აკეთოს ადამიანმა რამდენიმე დღე გაშლილ მინდორში, მხოლოდ მთებისა და ჭაუხების გარემოცვაში, დასახლებული პუნქტისგან მოშორებით, სადაც ტრანსპორტირების ერთადერთი საშუალება მხოლოდ ცხენია?! ტურისტული კომპლექსი „ზეთა“, რომელიც სოფელ ჯუთაში სწორედ ჭაუხების ძირში მდებარეობს, უპირისპირება ყველა აქამდე არსებულ სტერეოტიპს და ამტკიცებს, რომ იქ, სადაც ერთფეროვნებას ველით, შესაძლოა, ყველაზე მრავალფეროვანი გარემო დაგვხვდეს. ტურისტული კომპლექსი „ზეთა“ სამთო ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული და სტუმრებს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ნახევარი საათის ფეხით სავალ მანძილზე, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით, სთავაზობს კარვებსა და კეთილმოწყობილ კოტეჯებში განთავსებას, კაფისა და ბარის მომსახურებას, საცხენოსნო, საფეხმავლო, ალპინისტურ, სათხილამურო და ველო ტურებს.

“ზეთას“ წარმატების ისტორია იხილეთ აქ

ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სათბური ლანჩხუთში - კოოპერატივი „ნერგები“

„ნერგები“ ერთ-ერთი პირველი კოოპერატივია გურიაში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პროექტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო სასათბურე მეურნეობა. კოოპერატივის ჩამოყალიბებასთან ერთად გაიზარდა შესაძლებლობებიც, რასაც ემატება ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. კოოპერატივის წევრებს შორის საქმიანობის გადანაწილება გამარტივდა, საგრძნობლად გაიზარდა მოგებაც.

.
image
თაფლის წარმოება ცაგერში - კოოპერატივი „ნობათი“

სოფელ ორბელში მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით ჩამოყალიბებულ კოოპერატივში „ნობათი“ერთდროულად საქართველოს ორი რეგიონი - ლეჩხუმი და ლენტეხი გაერთიანდა. ENPARD-ის დაფინანსება კოოპერატივში გაერთიანებულ მეფუტკრეებს დაეხმარა საქმიანობის განვითარებაში. ადგილობრივებმა შეიძინეს ფუტკრის ახალი ოჯახები და ის ინვენტარი, რომელიც მათი მეურნეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თაფლზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაზეც კოოპერატივის შემოსავლის მუდმივი ზრდაც მიუთითითებს.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
აჭარაში ევროკავშირის მხარდაჭერილი კოოპერატივი "მუხაესტატე" – TV პირველი
 
 
.
 
image
 
სოფლის განვითარების პროექტი თეთრიწყაროში - რუსთავი 2
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

კოოპერატივის “ძლიერი ფერმერი” მრავალსექტორული მეურნეობა – TV პირველი

საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოება იზრდება - BM.ge

ENPARD-მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა - EUGeorgia.info

„კონას“ ბალახეული ჩაი ექსპორტზე ევროკავშირში გადის - EUGeorgia.info

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD