Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ივნისი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
ევროკავშირმა და საქართველომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერად ENPARD III-ის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყეს

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
15 ივნისს, ქრისტიან დანიელსონმა, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, და ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში დაფინანსებული ორი დიდი პროექტის დაწყების შესახებ ერთობლივად განაცხადეს.
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტი 22 მილიონი ევროა (დაახლოებით 60 მილიონი ლარი), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეშვეობით განხორციელდება. პროექტები უშუალო დახმარებას გაუწევს საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში.
 
 
image
 
ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა ბორჯომიდან, ლაგოდეხიდან და ყაზბეგიდან ფინეთში გამართულ LINC კონფერენციაში
 
ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – „მერსი ქორფსი“, „ქეა“ და „ფიფლ ინ ნიდ“ და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის, LEADER-ის გარშემო გაერთიანებული საზოგადოების LINC კონფერენციაში, ფინეთში. კონფერენცია ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის კავშირების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ
 
ინფორმაციის გაცვლის სემინარში, რომელსაც FAO მასპინძლობდა, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ორივე ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. ფინანსური დახმარების პროგრამები, პოლიტიკის შემუშავება, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის, სოფლისა და ინსტიტუციური განვითარების ასპექტები მოლდოვას დელეგაციის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა, რადგან საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება ENPARD-ის ფარგლებში შესაბამისი პროგრამების განხორციელების.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
საქართველოს მთავრობამ და ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა სოფლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს
 
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და “ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესს, სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.
 
გაიგეთ მეტი
 
ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ
image
ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ლაგოდეხში

15 ივნისს, ლაგოდეხის პარკი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ENPARD-ის პროგრამა წარმოადგინეს ლაგოდეხში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა სოფლის განვითარების პროექტის ბენეფიციარებმა შემდეგი პროდუქციით: თაფლი, მარწყვი, კიტრი, ჩირი, ნაქსოვი ნივთები, ბიჟუტერია, ტიხრული მინანქარი, ნახატები, ძაფებით შექმნილი ნახატები, ღვინის ბოთლის სამოსი, ჭიქები, თექის ჩანთები და მაისურები.

.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ქუთაისში

2 ივნისს, ქუთაისის ცენტრალურ პარკში, ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ღონისიებაზე, ENPARD-ის რამოდენიმე ბენეფიციარმა, იმერეთის და რაჭის რეგიონებიდან, ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა. მათ შორის იყო თაფლი, ღვინო, თხილი, ნაყინი, ყველი, ჩაი და მარწყვი.

სხვა ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში მედია ტური გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

ქედის განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაცია
„წლების განმავლობაში ამ საქმიანობას სათავეში ჩემი დედ-მამა ედგა. ევროკავშირის დახმარებით, მე ოჯახური ბიზნესის განვითარება შევძელი.”
 
ოჯახურ ბიზნესად ქცეული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა ჯუთაში
54ef8c38-1a38-49c7-8154-257865791867.png


ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს სოფელი ჯუთა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი საქართველოში. უკვე მრავალი წელია, რაც ჭიუხებით, ტბებითა და უპირობოდ უნიკალური ხედებით გარშემორტყმული ჯუთა ადგილობრივ მოსახლეობასა და მრავალ მოლაშქრეს, სუფთა ჰაერზე დასვენების მოყვარულებსა და ტურისტებს აერთიანებს. სწორედ აქ, ამ ზღაპრულ გარემოში მდებარეობს საოჯახო სასტუმრო. სატუმროს დღეს ხელმძღვანელობს თამარ არაბული, რომელიც, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის დახმარებით, სტუმრებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული.

თამარ არაბული გაიზარდა ოჯახში, რომელიც ჯუთაში ერთ-ერთ პირველ ტურისტს გაუმასპინძლდა. ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტებს არაბულების ოჯახი 12 წლის მანძილზე, მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ სახლში უმასპინძლდებოდა. მოთხოვნის ზრდასთან და გაფართოების აუცილებლობასთან ერთად, პირობების გაუმჯობესების საჭიროებაც გამოიკვეთა. ოჯახმა მრავალწლიან დანაზოგს თვალი გადაავლო, არსებული შესაძლებლობები შეაფასა და იზოლირებული სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. შენებლობის დასრულება ბიზნესის გასავითარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოჯახის დანაზოგი სრულებით არ ითვალისწინებდა ახალი სასტუმროს ინვენტარით მოწყობის ხარჯებს, შესაბამისად, წინსვლის სურვილი მხოლოდ გასახორციელებელ იდეად რჩებოდა. სწორედ ამ დროს, თამარ არაბულმა შეიტყო ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ყაზბეგის განვითარების ჯგუფის შესახებ და ახალი სასტუმროს ამუშავება უპირობო მიზნად დაისახა.

საოჯახო სასტუმროს წარმატების ისტორია იხილეთ აქ

ENPARD-ის უახლესი ისტორიები
სათბური სამეგრელოში - კოოპერატივი „ხორგის სათბურები“

საქმიანობის გადანაწილება, საერთო ხარჯების შემცირება და წარმოების გაზრდა - ეს არის ის პრიორიტეტები, რაც ENPARD-ის მხარდაჭერით კოოპერატივის შექმნამ ხორგის სათბურებს შესძინა. პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ამ კოოპერატივისგან იღებს კიტრი და პომიდორია, რომელიც სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს მოჰყავთ. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.

.
image
თაფლის წარმოება სენაკში - კოოპერატივი „ოცნება“

11 წევრისგან შემდგარი კოოპერატივი „ოცნება“ ეკოლოგიურად სუფთა თაფლს სამეგრელოში აწარმოებს. „ოცნებამ“ წარმოება ევროკაშირის პროგრამა ENPARD-ის დახმარებით უფრო მასშტაბური გახადა, ასევე შეიძინა ის თანამედროვე ინვენტარი, რაც თაფლის წარმოების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კოოპერატივმა წარმადობის გაზრდასთან ერთად თაფლობის მცენარეების დარგვაც გადაწყვიტა, რაც ფუტკრის მომთაბარეობას შეამცირებს და კოოპერატივს ფინანსური თუ დროის რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ENPARD III-ის პროექტების წარდგენა - რუსთავი 2
 
 
.
 
image
 
ევროკავშირი და საქართველო ორ ფართომასშტაბიან პროექტს იწყებენ -
TV პირველი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

სოფლის განვითარება ქედაში – რუსთავი2

აჭარის კოოპერატივი “ერთობა” – TV პირველი

აჭარის კოოპერატივი “ნატურგიფტი” – TV პირველი

მეფუტკრეობის განვითარება თერჯოლაში – იმედი “რა დროს ძილია”

კოოპერატივი "საწური" ღვინის რესტორანს ხსნის - BM.GE

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD