Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მარტი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ეწვივნენ

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, ბნ. მეთიუ ბუსკეტი და ქნ. მიქაელა ჰაუფი საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს ეწვივნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, სტუმრებმა დაათვალიერეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, საკალმახე „ცისარტყელა“. დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტს ბორჯომში და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან შეხვედრა გამართეს. ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბორჯომში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების სხვა ინიციატივებსაც გაცნობოდნენ

 
 
image
 
ევროკავშირის წარმომადგელები თეთრიწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ
 
ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, ქნ. სუსანა მარაზუელა ასპიროზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბნ. ნოდარ კერესელიძემ.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ევროკავშირის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები შეაფასეს
 
ევროკავშირის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. დელეგაციას ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი, სუსანა მარაზუელა ასპიროზი ხელმძღვნელობდა. შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული და მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები მიმოიხილეს.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ იმსჯელეს
 
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-16 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და ევროპის LEADER მიდგომის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო განვითარებაზე.
 
გაიგეთ მეტი
 
სხვა ახალი ამბები
 
საქართველოს მედია სოფლის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო

ევროკავშრის მხარდაჭერით ახალქალაქის განვითარების სტრატეგია შემუშავდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისთვის მორიგი მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები შედგა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის ლიდერობის და გუნდის განვითარების სასწავლო კურსი ჩატარდა


საგრანტო კონკურსები

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ვარდი 2014“

ევროკავშირის დახმარებით, 5 მეგობარი ქალის მფერმერული ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა პროექტმა შეძლო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, სავენტილაციო და წვეთოვანი საირიგაციო სისტემის დამონტაჟება და ვარდის ნერგების შეძენა და დარგვა. საგრანტო დახმარების გარდა, კოოპერატივმა გაიარა ტრენინგები. შედეგად, კოოპერატივების შემოსავალი ერთ წელიწადში გაოთხმაგდა.

.
image
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შამათია“

4 ქალბატონის მიერ დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა "შამათიამ" ევროკავშირის მხარდაჭერით მარწვის სასათბურე მეურნეობა განავითარა. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით კოოპერატივის წევრებმა ააშენეს სათბური და იგი თანამედროვე გათბობისა და სარწყავი სისტემებით აღჭურვეს. „შამათიას“ წარმოება 5-ჯერ, შემოსავლები კი 6-ჯერ გიზარდა.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიღწევები და LEADER მიდგომის დანერგვის მნიშვნელობა საქართველოში – აგრო სიახლეები
 
 
.
 
image
 
ევროკავშირის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდნენ - TV იმედი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

გენდერული თანასწორობა – ევროკავშირის ღირებულებები - TV იმედი

ევროკავშირი და საქართველო - ქალების მხარდაჭერა წარმატებისთვის - ON.ge

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
ბაკურიანელი ზვიად მჭედლიშვილის ისტორია
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

„რომ არა ევროკავშირი, ამხელა შენობას ვერ ავაშენებდი და ვერც თხილამურის ფეხსაცმლის საშრობს შევიძენდი“ – აღნიშნავს ბაკურიანელი ზვიად მჭედლიშვილი, რომელიც დღეს თხილამურების გაქირავების ჯიხურს წარმატებით ხელმძღვანელობს.


ზვიად მჭედლიშვილს დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე, თითქმის 9 წლის განმავლობაში ჰქონდა პატარა თუნუქის ჯიხური, სადაც ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის სპორტული ინვენტარის (თხილამურები, სნოუბორდები, ციგები) გაქირავების სერვისს მართავდა. ეს ინვენტარი მას, ისევე როგორც ახლოს მომუშავე აღნიშნული სერვისის სხვა მიმწოდებლებს, განთავსებული ჰქონდა ძალიან არაკომფორტულ გარემოში. სპორტული ფეხსაცმელი და თხილამურები იყინებოდა, ზიანდებოდა და, საბოლოოდ, ძალიან მალე ფუჭდებოდა. ზვიადმა იცოდა, რომ უნდა დაეხვეწა სერვისი, თუმცა ამის ფინანსური რესურსი არ არსებობდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ევროკავშირის პროგრამა ENPARD, რამაც მას ბიზნესის განვითარების საშუალება მისცა. ევროკავშირისა და ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, თუნუქის პატარა ჯიხურის ადგილზე აღმოჩნდა თანამედროვე ტიპის შენობა ხარისხიანი სპორტული ინვენტარითა და ევროპული წარმოების თხილამურების ფეხსაცმლის საშრობით. მომხმარებლების რაოდენობა მაშინვე საგრძნობლად გაიზარდა, რაც დადებითად აისახა ზვიადის ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც.

წარმატების ისტორია სრულად იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD