Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მაისი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png
ევროკავშირმა და საქართველომ ევროპის დღე თბილისში 5 მაისს აღნიშნეს. ამ დღეს, რიყის პარკი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა, მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
როგორც ყოველთვის, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ფერმერების პროდუქცია.
 
63c5b6b8-6bf4-4054-ab98-f93804bbbc6b.png 7a3cca8d-4916-4841-9907-cc9205bba0eb.png 30ba2121-b187-4966-9816-8f579cb748ed.png 7a3cca8d-4916-4841-9907-cc9205bba0eb.png
ENPARD-ის კუთხეს ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერაზე, გაესაუბრნენ ფერმერებს და წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დააგემოვნეს.
 
4345b336-9f5a-4529-b4eb-360e8117b3bb.png cfc02aaa-3113-4bb3-812c-2fcb0398ac69.png
18 მაისს ევროპის დღე ქედაში, ხოლო 19 მაისს ზუგდიდში აღინიშნა. ღონისძიებებზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროექტების საინფორმაციო კუთხეები, გასართობი თამაშები, ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებ
 
ევროპის დღეების აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება ივნისში. საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ქუთაისსა და ლაგოდეხში.
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფებოდნენ
 
დელეგაციამ გამართა შეხვედრები ლიკასა და დალმაციის რეგიონში არსებულ LAG-ების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანი იყო სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის გამოცდილების გაზიარება, ხორვატული LAG-ების მუშაობის პრინციპების გაცნობა და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
საქართველოს სოფლის პრიორიტეტებზე თეთრიწყაროში იმსჯელეს
 
ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, მთავრობისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე თეთრიწყაროში RDFG-ს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრის ძირითადი საკითხები შეეხებოდა სახელმწიფო პროგრამებს და ინიციატივებს, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ENPARD-ის პარტნიორები საქართველოში სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფენ
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს მიერ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტისთვის ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგად, სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებები გამოვლინდა: რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე ხორბლი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი.
 
გაიგეთ მეტი
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
თხილის წარმოება სამეგრელოში - კოოპერატივი „სოფლის იმედი“

იდეა, რომელმაც 3 მეგობარი გააერთიანა. სამეგრელოში, სოფელ უშაფათში ჩამოყალიბდა კოოპერატივი „სოფლის იმედი“, რომელმაც თხილის მეურნეობის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენა. ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერითა და 40,000 ევროს ღირებულების თანადაფინანსებით, კოოპერატივმა სრული ტექნიკური გადაიარაღება მოახდინა, რამაც კოოპერატივის წევრების შრომა მნიშვნელოვნად გაამარტივა.

.
image
საკალმახე გურიაში - კოოპერატივი „ქულბაქი“

ევროკაშირის ENPARD-ის პროექტის მხარდაჭერით, ლეჩხუმის ერთ-ერთ მაღალ სოფელ ქულბაქში ადგილობრივებმა საკალმახე მეურნეობასთან ერთად ტურისტული ზონა მოაწყვეს. კახა გასვიანი 5 ოჯახისგან შემდგარი კოოპერატივის ერთ-ერთი წევრია. მან მეურნეობა ერთი პატარა ავზითა და ბევრი პრობლემით დაიწყო, თუმცა მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ENPARD-მა ითამაშა.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ENPARD-ის პუბლიკაციები
“ყველა ადამიანი ცდილობს, რომ როგორმე ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ჩემი ყოველი მეორე დღე, ევროკავშირის მხარდაჭერით, უკეთესია!“
 
ლაგოდეხში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტის ისტორია


ბერიძეები აჭარელი ეკომიგრანტები არიან. თენგიზი დაიბადა და გაიზარდა ხულოს რაიონში. 1989 წლის აპრილში ზემო აჭარაში მომხდარი მეწყერული ზვავის გამო მისი სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა, მათმა ნაწილმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში განაგრძო ცხოვრება. გეოლოგიურად საფრთხისშემცველ ზონას დღეს უკვე კიტრის სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელი თენგიზიც გამოერიდა და სამოღვაწეოდ რუსეთში გადაინაცვლა. რუსეთში თენგიზმა გარკვეული ტრამვის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა და ადრინდელ საქმიანობას სათანადოდ ვეღარ უძღვებოდა. ოჯახის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ახლობლების გარემოცვაში დაბრუნებას არაფერი სჯობდა. ჰერეთისკარში პატარა სახლი შეისყიდეს და ცხოვრება ლაგოდეხის პირობებში განაგრძეს.

ბერიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა და დახმარების სახით თვეში 200 ლარს იღებდა. თენგიზს, მეორე ჯგუფის ინვალიდობის გამო, ასევე ეკუთვნოდა პენსია 100 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა ოთხსულიანი ოჯახის შესანახად არ იყო საკმარისი. გასავალი ბევრი იყო, შემოსავალი კი ცოტა. თენგიზ ბერიძეს მუშაობა არასდროს დაზარებია, მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების უკეთესი გარემოებების ძიების პროცესში იყო. იცოდა, რომ გამოსავალი აუცილებლად არსებობდა, თუმცა შესაბამის მომენტსა თუ საშუალებებს უნდა დალოდებოდა. განვითარების შანსად მეწარმეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა ENPARD და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი დროულად მოევლინა.

აჭარელი ეკომიგრანტის წარმატების ისტორია იხილეთ აქ

 
ENPARD მედიაში
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების პროგრამა თეთრიწყაროში - იმედი TV
 
 
.
 
image
 
“დეკას ჩაის” წარმოება ბარისახოში - იბერია TV
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

,,თერჯოლის ღვინო“ ეკოტურიზმის განვითარებას იწყებს

კოოპერატივი ,,ეკოსათბური“ სამაცივრე მეურნეობით აღიჭურვა

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD