Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ნოემბერი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები
ევროკავშირის ელჩი თეთრიწყაროში ENPARD-ის ყველის საწარმოს ესტუმრა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში არსებულ ყველის საწარმოს „შპს წინწყარო +“ ეწვია. აღნიშნული საწარმო მხარდაჭერილია ევროკავშირის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია RDFG თეთრიწყაროში ახორციელებს.
 
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში მისი პირველი ვიზიტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში არსებულ ყველის საწარმოს „შპს წინწყარო +“ ეწვია. აღნიშნული საწარმო მხარდაჭერილია ევროკავშირის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია RDFG თეთრიწყაროში ახორციელებს.
 

ხულოს და ბორჯომის LAG-ების წევრებმა სოფლის განვითარების გამოცდილების გაზიარების მიზნით ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გამართეს. LAG-ების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სოფლის განვითარების პროექტების ფარგლებში მიმდინარე აქტივოებების, ადგილობრივი განვითარების სტრატეგების განხორციელების და სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის შედეგების შესახებ.

ხულოს LAG-ის წარმომადგენლებმა ბორჯომში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს.

ხულოს და ბორჯომის LAG-ები სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბნენ image
image

ქედის განვითარების ჯგუფის მხარდაწერით, ქედის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შეუერთდა.

ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მერებს, აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც წევრებს სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
თეთრიწყაროში „ახალგაზრდული ევროპული კვირეული“ გაიმართა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები “ევროპული კვირეულის” ფარგლებში, თეთრიწყაროში, 10 „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს“ ესტუმრნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის და მისი ღირებულებების შესახებ, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამების გაცნობას.

“ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც EU Neighbors East ახორციელებს. ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ფერადი ევროპის დღე მარნეულში
 
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, მარნეულში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, მარნეულის ბულვარი გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში, მიეღო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

ღონისიებაზე ENPARD-ის ბენეფიციარებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინეს: თაფლი, სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა, ვისკი, ვაშლის ბრენდი (კალვადოსი), ჟოლო და სხვა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების თეთრიწყაროს პროექტის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, თეთრიწყაროს დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებმა და ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორი ორგანიზაცია RDFG-ის მიერ შექმნილმა „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების“ წარმომადგენლებმა.

სხვა ახალი ამბები

ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებაში ეხმარებიან

ევროკავშირის ხელშეწყობით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს ფონდების მოძიების ტრენინგი ჩაუტარდათ

საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის წევრებისთვის ადვოკატირება-ლობირების ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის რესურსებისა და საჭიროებების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლად ქალების გაძლიერებას:

სამი ქალის წარმატების ისტორია ქედადან
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

რა შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი იმისა, რომ ქალმა ეკონომიკური საქმიანობა დამოუკიდებლად წამოიწყოს? რა არის მოტივაცია და შედეგი იმისა, რომ ქალი საკუთარ ბიზნესს წარმატებულად გაუძღვეს? ამ და სხვა საკითხებზე სწორედ ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების მაგალითზე მოგიყვებით – იმ ქალების, რომელთაც მოახერხეს და სოფელში ბიზნეს ინიციატივები წარმატებულად განახორციელეს, პარალელურად კი ადგილობრივ მოსახლეობაში სიახლისა და ცვლილებების შეტანის სურვილი გააღვივეს.

წლებია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ სასიცოცხლო ფაქტორად განიხილავს. ქალების ეკონომიკურ გაძიერებას ევროკავშირი საქართველოში აქტიურად უწყობს ხელს. ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა წარმოადგენს. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების ფარგლებში დღემდე საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებში არაერთი აქტიური ქალბატონი მონაწილეობს და საკუთარ ბიზნეს საქმიანობასაც ახორციელებს.

სამი ქალის წარმატების ისტორია ქედადან იხილეთ აქ

ევროკავშირის მხარდაჭერით ბორჯომში
მეფუტკრეობა ვითარდება

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერის მკვიდრი თამაზ ჩიკვაიძე ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ბენეფიციარია. სოფლის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ორმაგი მყნობის ინოვაციური მეთოდით გამოყვანილი დედების ბაზაზე, მან საფუტკრე მეურნეობა შექმნა. ბატონი თამაზი ადგილობრივ მოსახლეობას ფუტკრის ოჯახებს იმპორტირებულზე ორჯერ იაფად სთავაზობს, რაც მუნიციპალიტეტში ფუტკრის მეურნეობის პოპულარიზაციას და მის აღორძინებას უწყობს ხელს.

საფუტკრე მეურნეობის შესახებ ვიდეო იხილეთ აქ

ENPARD მედიაში
image
სოფლის განვითარება ბორჯომში - გადაცემა „ფერმა“, 1TV
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
სოფლის განვითარება თეთრიწყაროში - გადაცემა „აგრო სიახლეები“, JRC
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

სოფლის მაშენებლები ბორჯომიდან – გადაცემა “ფერმა”, 1TV

ENPARD-ის პროექტები მარნეულის ევროპის დღეზე – JRC

Airsoft – ევროკავშირის სოფლის განვითარების ინიციატივა ყაზბეგში – BMG

ENPARD-ის ბიზნესინიციატივები ყაზბეგში – TV იმედი

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD