Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ოქტომბერი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის პირველი ვიზიტი აჭარასა და გურიაში

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
თბილისის გარეთ პირველი ვიზიტის დროს, ევროკავშირის ახალი ელჩი, კარლ ჰარცელი გურიასა და აჭარაში გაემგზავრა. ამ ვიზიტის ფარგლებში იგი გაეცნო ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებს და დაესწრო ღონისძიებებს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკული შედეგები.
 
გურიაში ელჩმა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოწვევებსა და ევროკავშირის მხარდაჭერის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები გამართა. აჭარაში ელჩმა მოინახულა ევროკავშირის მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებდა.
 

საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში ყაზბეგს ესტუმრნენ. სტეფანწმინდაში ჟურნალისტები ყაზბეგის ENPARD-ის პროექტის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და მიმდებარე სოფლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივები დაათვალიერეს. მედია ტური ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახურის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით და ყაზბეგში ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ”-თან თანამშრომლობით მოეწყო.

ყაზბეგში ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის შედეგების გასაცნობად მედიატური ჩატარდა image
image

საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციისა (GALAG) და ევროკავშირის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების თემაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და მთავრობის წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივ საქმიანობაზე ადგილობრივი პრობლემების გამოსავლენად და საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს

ქალთა ჩართულობა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოში – სწორედ ამ ძირითადი საკითხების შესახებ იმსჯელეს ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობის სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემის, მისი მიზეზების და სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორში გენედერის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე და ENPARD-ის პროგრამით გათვალისწინებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის შესახებ.

მრავალფეროვანი ევროპის დღე ბათუმში
 
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ევროპის დღე გაიმართა, ამჯერად ბათუმში. ევროპის დღეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის განვითარების პროგრამებს, მიეღოთ მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ქმნის ევროკავშირი მეტ შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ევროპის დღე ოფიციალურად გახსნეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ღონისიებაზე, ENPARD-ის ბენეფიციარმა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინეს კოოპერატივებმა: “საწური“, “ბი–ჯორჯია“, “მიკროკლონი“, “ლურჯა-2015″, “ვაიო-2015″,“მუხაესტატე“, “ნატურგიფტი“, “ნუგი“; აჭარის აგროსერვის ცენტრი. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების აჭარის პროექტებმა და ქედის და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა.

სხვა ახალი ამბები

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მორიგი საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ერთობლივი ვიზიტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

FAO და ევროკავშირი საქართველოში სოფლის მოსახლეობას შორის გენდერული უთანასწორობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებენ

ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
WWW.VISITLAGODEKHI.COM

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ლაგოდეხის შესახებ ახალი საინფორმაციო ვებ-გვერდი შექმნა
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

„აღმოაჩინე კავკასიის ჭეშმარიტი ბუნება…სადაც დოვლათიანი ბაღები, უძველესი ტყე და ცად აზიდული მთები ხვდებიან ერთმანეთს!“ ეს დახასიათება ლაგოდეხს ეკუთვნის და მას მუნიციპალიტეტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე www.visitlagodekhi.com, წაიკითხავთ. გვერდი სულ ახლახანს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ლაგოდეხისთვის საკუთარი ვებ-გვერდის გაკეთება LAG-ის აქტიური ახალგაზრდების იდეა იყო, რომლებიც ხედავდნენ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უფრო მრავალფეროვანი გახდა და საკუთარი ბრენდის შექმნასაც იმსახურებდა. ბევრმა არ იცის, რისი შეთავაზება შეუძლია ამ მუნიციპალიტეტს თავისი სტუმრებისთვის.

ახლა ვებ-გვერდის სტუმრებს შეუძლიათ, იხილონ ერთად თავმოყრილი ყველა სახის ინფორმაცია ლაგოდეხის ისტორიის, კულტურული ღონისძიებების, სხვადასხვა ტურებისა და სალაშქრო მარშრუტების შესახებ. ვიზიტორებს შეეძლებათ თავიდან ბოლომდე დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა, დაწყებული ტრანსპორტირებითა და სასტუმროებში განთავსებით, დამთავრებული ინფორმაციით სხვადასხვა ფესტივალებისა და სამუზეუმო ტურების შესახებ.

აღმოაჩინეთ ლაგოდეხი აქ

ENPARD მედიაში
image
ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი ყაზბეგში – რუსთავი 2
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
გადაცემა “ფერმა” ყაზბეგის ENPARD-ის პროექტის შესახებ – 1 არხი
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარება ევროკაშირის მხარაჭერით – რუსთავი2

ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი ყაზბეგში – TV იმედი

ყაზბეგში ENPARD-ის ბენეფიციარი ციცია დავითაშვილი – TV პირველი / BMG

ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა – France 24

სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD