Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
სექტემბერი 2018
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
ახალციხეში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
კიდევ ერთი სახალისო და საინტერესო ევროპის დღე გაიმართა, ამჯერად ახალციხეში. შაბათს, 2018 წლის 29 სექტმბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, ახალციხეში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. ამ დღეს, ისტორიული რაბათის ციხე გარდაიქმნა ევროსოფლად, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა მთელი დღის მანძილზე ემოგზაურა ევროკავშირში და მონაწილეობა მიეღო მრავალ გასართობ ღონისძიებაში.
 
63c5b6b8-6bf4-4054-ab98-f93804bbbc6b.png 30ba2121-b187-4966-9816-8f579cb748ed.png 7a3cca8d-4916-4841-9907-cc9205bba0eb.png
ღონისიებაზე, ENPARD-ის რამოდენიმე ბენეფიციარმა, ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან, ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინეს კოოპერატივებმა: “მოსხი”, “ხულგუმო 2010”, “მზიური ჯავახეთი”, “მთის სურნელი”. სოფლის განვითარების ინიციატივები: “კომბინირებული საკვები”, “ხის სუვენირები”, „საქართველოს ვირტუალური ტური“, ახალქალაქისა და ბორჯომის განვითარების ჯგუფებთან ერთად წარსდგნენ ღონისძებაზე. ასევე, მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ლიტერატურა და უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთში მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინა.
 
 
image
 
ქედაში ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა
 
სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა – სწორედ აღნიშნული მიმართულებებია წარმოდგენილი ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავდა.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
თეთრიწყაროში ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა
 
ორმოცდაათამდე ქარველმა და ევროპელმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია RDFG-იმ ჩაატარა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თეთრიწყაროს ახალგზრდებისთვის ევროპული ღირებულებებისა და კულტურის გაცნობას და ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ ევროკავშირი სთავაზობს ERASMUS + -ის, ENPARD-ის და სხვა პროექტების ფარგლებში.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ყაზბეგში აგროფესტივალი გაიმართა
 
ყაზბეგში გამართული დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება და სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება. აგროფესტივალი ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში შედგა.
 
გაიგეთ მეტი
სხვა ახალი ამბები

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი ხულო FEST გაიმართა

სოფლად მცხოვრებმა წარმატებულმა ქალებმა ქედის მუნიციპალიტეტიდან სომხეთში გამართულ საერთაშორი ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ

კონკურსები

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ქეა ავსტრია და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ENPARD-ის სხვა კონკურსები იხილეთ აქ
 
 

54ef8c38-1a38-49c7-8154-257865791867.png

„ევროკავშირის გვერდში დგომა ძალიან დიდი ავტორიტეტია. ევროკავშირმა ცნობადობის გაზრდის ძალიან დიდი კამპანია გააკეთა როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ასევე ჩვენი სასტუმროსა და ტერასის შესახებ. თავად ევროკავშირიც ელჩი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მოადგილეც კი იყვნენ ჩვენთან ჩამოსულნი! როცა უცხოელი სტუმრები მოდიან, ხედავენ ევროკავშირის დროშას და იგებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, უფრო მეტად გვენდობიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში“ - აღნიშნავს ვალერი კერესელიძე, რომელიც ხელმძღვანელობს ENPARD-ის ტერასას ლაგოდეხის ნაკრძალში.

ტერასა დღეს არის ერთადერთი სივრცე ბუნებრივი ლანდშაფტით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანს შესაძლებლობა აქვს, დასვენების შესახებ საუკეთესო წარმოსახვა რეალობად აქციოს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა ათასობით კმაყოფილ გულშემატკივარს აერთიანებს და ბევრ საერთაშორისო მოგზაურს, დამსვენებელს, ადგილობრივ ოჯახს, ბავშვებს, მეგობრებს თუ უბრალოდ ლაგოდეხის ნაკრძალში წამსვლელ ან ნაკრძალიდან დაბრუნებულ ადამიანებს გულწრფელ მასპინძლობასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

ENPARD-ის ტერასის ისტორია იხილეთ აქ
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
მარწყვის სათბური სოფელ ნოსირში - კოოპერატივი „დკ ქოლგა“

გამორჩეული გემოვნური თვისებები და 100%-ით ჯანსაღი პროდუქტი - ასე ახასიათებენ ადგილობრივები სოფელ ნოსირში მდებარე კოოპერატივი "დკ ქოლგას" მიერ მოყვანილ მარწყვს. კოოპერატივის ამჟამინდელ წევრებს სურდათ დიდი მეურნეობის დაწყება, თუმცა რესურსების უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ, კოოპერატივის შექმამ კი მათი საქმიანობის გაძლიერებასა გაფართოებას შეუწყო ხელი. აღნიშნულში დიდი წვლილი ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ს მიუძღვის.

.
image
ღვინის წარმოება გურიაში - კოოპერატივი „ბუკისციხე“

ვაზის მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ და სიყვარულმა გურიის ერთი სოფლის მაცხორებლები გააერთიანა და შაიქმნა კოოპერატივი "ბუკისციხე". კოოპერატივის წევრებმა ღვინის წარმოება ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში დაიწყეს. სწორედ ევროკავშირის გრანტის მეშვეობით კოოპერატივმა შეიძინა სხვადასხვა მანქანა-დანადგარები, რამაც წევრებს საშუალება მისცა, ტრადიციულ მეღვინეობაში თანამედროვე ტენდენციებიც დაენერგათ.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ

39434de1-c1f2-4b55-83b9-bf485a9487c0.png
ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, ახალქალაქელი ახალგაზრდები ეზიარნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტვობებს მთელს კახეთში. ძირითადი აქცენტი გაკეთდა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, ერთმანეთთან გუნდურ დამოკიდებულებაზე, გაუმჯობესებულ კომუნიკაციაზე. ბანაკის მონაწილეებმა მოინახულეს კახეთის ღისრშესანიშნაობები და ENPARD-ის ბენეფიციარები, შეიძინეს საინტერესო გამოცდილება, რაც ესახურება ახალქალაქელი მოსახლეობის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან და დაეხმარება მომავალ თაოობას, ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვები თავიანთი ავთენტური მუნიციპალიტეტის დამახასიათებელი პროდუქტებისა და ადგილობრივი ღირსშესაშნაობების კარგად წარმოჩინებისთვის.

2609929e-2ae8-4fe1-aed6-cd03ff42ca36.png
ხულოს LAG-მა მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ფესტივალი გამართა. ფესტივალის მიზანი იყო ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, გარდა ამისა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობით და შეჯიბრით. საღამოს დაუკრეს მუსიკალურმა ბენდებმაც.
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2018 ENPARD