Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აპრილი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  

საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“. კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. “ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს საქართველოს სოფლის განვითარების წარმატებაში.“ – განაცხადა მან.


696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  

ევროკავშირის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიის და ექსპერტული წრეების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა თბილისში გამართულ ENPARD-ის მეოთხე ფაზის საკონსულტაციო კონფერენციაში.

ღონისძიების მიზანს ENPARD IV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების – სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის / სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების – პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. თითოეული პანელის ფარგლებში შედგა აქტიური დისკუსია მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.

ENPARD-ის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს.
 

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png

ევროკავშირის დელეგაცია თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასცოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წევრებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის შესახებ პრეზენტაციას გაეცნო. აღნიშნულის შემდეგ, დელეგაცია სოფელ წინწყაროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოს ესტუმრა.

ყველის საწარმო „წინწყარო+“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითრების ინიციატივებიდან ერთ-ერთია. ევროკავშირის მიერ, თეთრიწყაროში 35-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივაა მხარდაჭერილი.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხში პოზიტიური მშობლობის ფესტივალი გაიმართა

100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო „პოზიტიური მშობლობის ფესტივალს“ სოფელ ლელიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი იყო ჯანსაღი მშობლობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, მშობლების და შვილების ერთობლივი სპორტული და გასართობი ღონისძიებების დემონსტრირების გზით, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ფესტივალი გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული. გაიმართა სხვადასხვა თემატური აქტივობები, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები მშობლებისა და ბავშვებისთვის. ლაგოდეხში არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მონაწილეებისთვის კონცერტი გამართეს.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის სოფლის განვითარების ახალი პროექტი მესტიაში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ზემო სვანეთის სოფლები საკმაოდ დაშორებულია საქალაქო ტიპის დასახლებებიდან. შესაბამისად, აქ არსებული პრობლემები, საჭიროებები და პოტენციალი არასაკმარისად არის წარმოდგენილი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიაში. ევროკავშირის სოფლის განვითარების ახალი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთად შეცვალონ სვანეთი უკეთესობისკენ.

სოფლის განვითარების ახალი პროექტი LEADER მიდგომას ეყრდნობა. LEADER-ის მიდგომა, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება, სოფლის ეკონომიკის განვითარებაზეა ორიენტირებული. LEADER მიდგომის გამოყენების შედეგად, რეგიონის მოსახლეობა შექმნის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდებიან. ერთ გუნდად შეკრული საჯარო მოხელეები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მასწავლებლები, ფერმერები, მუშები და ყველა, ვისაც სჯერა, რომ სვანეთის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ადგილობრივი განვითარების ჯგუფს დააარსებენ. ერთმანეთთან დიალოგი და კომუნიკაცია მათ საშუალებას მისცემს, დაინახონ და გაიაზრონ საზოგადოების პრობლემები. მას შემდეგ, რაც საერთო საჭიროებებს დადგინდება, ისინი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შექმნიან და მხარს დაუჭერენ იმ იდეების დაფინანსებას, რომლებიც სვანეთის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

ვიდეო ნახეთ აქ

ENPARD მედიაში
image
ევროკავშირი ENPARD IV-ის შესახებ კონსულტაციებს მართავს – TV პირველი
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ENPARD-ის IV ფაზა 2020 წლიდან დაიწყება - მაესტრო
image
სოფლის განვითარება საქართველოში – იმედი, გადაცემა “რა დროს ძილია”
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ინტერვიუ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორის წარმომადგენელ ჯონ კლარკთან - ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD