Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აგვისტო 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

2019 წლის 25 აგვისტოს, დაბა ხულოში, ხულო FEST გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ჩატარდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ხულოში მოყვანილი და წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ფესტივალის სტუმრების გართობაზე იზრუნეს და სასიამოვნო მუსიკა შესთავაზეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და მოწვეულმა ბენდებმა.

ხულო FEST მუნიციპალიტეტში მეორედ ჩატარდა. ღონისძიებამ უკვე ტრადიციული ყოველწლიური სახე მიიღო. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის და სერვისების პოპულარიზება. ფესტივალი ინიცირებულია ევროკავშირის ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, ხულოს LAG-თან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.


b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის განმახორციელებლი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებმა, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

შეხვედრის დროს გამართული დისკუსიები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ფონდების მოძიებისათვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესაძლებლობის ზრდა, ასევე LAG-ების განვითარებისა და მდგრადობისთვის ადვოკატირების მექანიზმების შემუშავება. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა 2015 წელს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

image

2019 წლის 25-26 აგვისტოს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციური წევრები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მობილიზების, სტრუქტურირების და აღმასრულებელი საბჭოს ჩამოყალიბების მიმართულებით.

ხულოს განვითარების ჯგუფის წევრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს LAG-ის ფორმირების მიმართულებით და ამომწურავად უპასუხეს სტუმრების დასმულ შეკითხვებს.

აგრეთვე, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციურმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ხულო FEST-ში. გაეცნენ დაგეგმვის და ორგანიზების საკითხს და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს LAG-ის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

DSC_2956.jpg
ხულოში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სრული საპროექტო წინადადების შედგენის ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) ახორციელებს, სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კომიტეტმა 214 პროექტის იდეა შეაფასა და მათგან შეარჩია 120 იდეა, რომლებიც ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებსა და საკვანძო ამოცანებს პასუხობდა.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტის იდეების ავტორებს სრული საპროექტო წინადადების შედგენის ტრენინგები ჩაუტარდათ.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD მედიაში
34290ce4-ff6a-4afd-842f-e9911b58e37c.jpg
image
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა ხულოში- TV პირველი / BMG
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტი ქედაში – TV პირველი / BMG
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
ვულკანური წიდის მოპოვება და გადამუშავება ახალქალაქში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

შპს „მერიდიანი 2006“ ახალქალაქის მუნიციაპლიტეტის სოფელ ოკამთან ვულკანური წიდის მოპოვებას და გადამუშავებას ახორციელებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძნა სატვირთო მანქანა და საველე-საოფისე კონტეინერი, რითაც წარმოების მოცულობა გააორმაგა. ამასთან, კომპანიამ დამატებით 15 ადგილობრივი დაასაქმა. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით, „მერიდიანი 2006“-მა ასევე შეიძინა მზის ელემენტები და ქარის გენერატორი, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს და გარემოზე ზემოქმედებას შეამცირებს. კომპანია ყოველწლიურად 20-30 ათას ლარს მარტო ბუნებრივი რესურსების გადასახადს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

ზრდასრულთა განათლების ცენტრი ახალქალაქში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის „ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს და მათ სამოქალაქო ჩართულობასაც უწყობს ხელს. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის დახმარებით, ახალქალაქის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ფარდაგების, ხალიჩებისა და გობელენების ქსოვა ქართულ-სომხური ორნამენტებით და ხელი შეუწყონ ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას.

პროექტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებასა და რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. სახელოვნებო კურსების მსმენელები, ძირითადად, ქალები არიან. ისინი სწავლობენ ხელსაქმეს, ითვისებენ ახალ პროფესიას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომავალში მათ დასაქმებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მათგანს ექნება თვითდასაქმების შესაძლებლობა, ან საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციის არეალი.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD