Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
დეკემბერი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი პროექტების ფარგლებში წარმოებული ქართული ჩაი, თაფლი, ღვინო, ვისკი და ხელნაკეთი ნივთები 2019 წლის საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდა. ზამთრის გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძებაა. მის ფარგლებში შეგროვილი თანხა ასოციაციის სხვადასხვა პროექტების დახმარებით გაჭირვებული ადამიანების საჭიროებებს ხმარდება.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

წელს, ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეუერთდა და ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაფინანსებული სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროექტები წარმოადგინა. დღის მანძილზე, 30-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის ჩაი, თაფლი, ღვინო, ვისკი, ჭაჭა და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდა.


b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

რა წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ქსელებს სოფლის განვითარებაში და როგორია ევროკავშირისა და საქართველოს პრაქტიკა ამ საკითხში? 17 დეკემბერს, სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN) შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა სწორედ ამაზე იმსჯელა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD, ფარგლებში.

„საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა სოფლად თანამონაწილეობითი განვითარების, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლიერებს და საკუთარი თემის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის ჩამოყალიბება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ამ მნიშვნელოვან პროცესს მეტად გაამყარებს,“ განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა.

image

ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესში. ზემო სვანეთის LAG-ი, რომელიც ევროპულ LEADER მიდგომას ეფუძნება, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური სამოქალაქო პლატფორმაა და აერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ ადგილობრივ მოქალაქეებს მესტიის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც შეიმუშავებენ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. გენერალური ასამბლეა LAG-ის უმაღლესი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც 115 წევრისგან შედგება.

ასამბლეის წევრებმა დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩიეს ორგანიზაციის მმართველობითი საბჭო, რომელიც LAG-ის ნდობით აღჭურვილი ორგანოა და უზრუნველყოფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სათანადოდ განხორციელებას. მმართველობითი საბჭო საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო, სექტორების წარმომადგენელი 19 წევრით დაკომპლექტდა, რომლებიც მესტიის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების და დევნილი მოსახლეობის ინტერესებს დაიცავენ. საბჭოს წევრების უმრავლესობას ქალები შეადგენენ.

DSC_2956.jpg
ახმეტის მაცხოვრებლები თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომებს გაეცნენ

65-ზე მეტმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში გამართულ ორდღიან ტრენინგში თემაზე „LEADER-თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომები (CLLD)“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ინკლუზიური და თამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის LEADER-CLLD ძირითადი პრინციპების გაცნობას, მათ შორის აღნიშნული მეთოდოლოგიის ინდივიდუალური კონტექსტის გათვალისწინებით გამოყენებას და დანერგვას.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს საფუძვლიანი ინფორმაცია ლიეტუვას საერთაშორისო ექსპერტ ლინა გუმბრიავიჩინესგან, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნის პროცესისა და მართვის მოდელის შესახებ, მათ შორის წესდების შემუშავების, საბჭოს სტრუქტურისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ჩათვლით. მათ ასევე გაიგეს LAG–ის განვითარებაში არსებული გამოწვევების შესახებ. კითხვა-პასუხის სესიის დროს, დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ევროპულ LAG–ებში გრანტების მოპოვებისა და მონიტორინგისა და შეფასების დროს.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ფოტო ისტორიები
84 წლის შუდირა დავითაშვილი ევროკავშირის მხარდაჭერით
თეთრიწყაროში თაფლის წარმოებას ავითარებს

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა, არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები ჩამერთო საქმეში, არამედ დამატებით სხვა ადამიანებიც დამესაქმებინა. საკერავ მანქანაზე ჩემი შვილი - ნანა იმუშავებს, ხის გადამამუშავებელ ხელსაწყოებზე კი – მე. ამგვარად, ორივე ჩვენგანი კიდევ თითო–თითო ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. პროდუქტს გავყიდით ინტერნეტითა და ადგილზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სკებს მაღაზიებში ჩავიტანთ, როგორც მუნიციპალიტეტში და რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ – შუდირა დავითაშვილი, ევროკავშირის ბენეფიციარი თეთრიწყაროში.

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში 84 წლის შუდირა პაპა გვხვდება, თავისი კარ–მიდამოსკენ მიგვიძღვება და იმ პროექტის შესახებ გვიამბობს, რომელსაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მხარდაჭერით ახორციელებს. ქალიშვილთან, ნანასთან და შვილიშვილებთან ერთად, გვათვალიერებინებს პროექტის ფარგლებში შეძენილ, თაფლის წარმოებისთვის საჭირო სპეციალურ აღჭურვილობასა და აქსესუარებს, გვიზიარებს სამომავლო გეგმებს.

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

კოოპერატივი „ქვის წყაროს“ თავმჯდომარე, პროფესიით იურისტი, შუდირა დავითაშვილი მეფუტკრეობას 35 წელია ეწევა. თაფლის მოსავალს წელიწადში ორჯერ იღებს. სკები, 100-მდე ოჯახი ფუტკრით, სახლთან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში უწყვია. ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოში ბოლო წლებში კლიმატური ცვლილებით გამოწვეული თაფლის დაბალი მოსავლიანობისა, დარგი შემოსავლიანია და თაფლის პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია.

ევროკავშირის ENPARD პროექტში გამარჯვებამდე, სკებს, მათთვის საჭირო ჩარჩოებსა და მეფუტკრის კომბინიზონებს სხვა კომპანიებისგან ყიდულობდა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი მეფუტკრის ინვენტარისა და აქსესუარების დამზადებას და ამგვარად, სხვა კომპანიების მომარაგებას შეძლებს.

ფოტო ისტორია იხილეთ აქ

ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას:
ფერტიგაცია – სასუქების შეტანა ირიგაციით
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

სასწავლო ხასიათის ვიდეოში წარმოდგენილია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ვიდეო მომზადდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

image

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თოკების პარკის ატრაქცია ალგეთის ეროვნულ პარკში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მდებარეობს. 225 მეტრიანი ატრაქცია წარმოადგენს თოკებისგან, ხიდებისგან, ძელაკებისგან და ბადეებისგან შემდგარ დაბრკოლებათა ჯგუფს. თოკების ატრაქცია მიწის ზედაპირისგან სხვადასხვა სიმაღლეზეა მოწყობილი. პარკი შედგება 2 მარშრუტისგან: „მოზარდებისთვის“ და „საოჯახო“.

„თოკების პარკი პოპულარიზაციას და ფინანსურ სარგებელს მოუტანს როგორც ალგეთის ეროვნული პარკს, ისევე ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ატრაქციაზე მოსულ ვიზიტორებს სჭირდებათ კვება, ღამის თევა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა, საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამ სერვისების უზრუნველყოფას ადგილობრივი მოსახლეობა უწყობს ხელს, რათ განავითაროს ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე. გამომდინარე აქედან პარკის ფუნქციონირებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებელს ნახავს.“ – ამბობს ავთანდილ მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი.

2018 წელს, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 88 ათასი კაცი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ თოკების ატრაქცია ალგეთის პარკში ვიზიტორთა რაოდენობას 40%-ით გაზრდის. ევროკავშრის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროექტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარებისთვის მომავალი საქართველოსთვის (RDFG).

DSC_2956.jpg
ბატატის სათბური – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ლაგოდეხში

ევროკავშრის მხარდაჭერით ქალაქ ლაგოდეხში ბატატის ჩითილების გამოსაყვანის სასათბურე მეურნეობა მოეწყო. ინიციატივა გულისხმობს სათბურში ჩითილების გამოყვანას და შემდგომ მის გაზრდას ღია გრუნტზე ბატატის ტუბერების წარმოებისათვის. იგი ხელი უწყობს ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას სოფლის მეურნეობაში, ახალი კულტურის წარმოების გზით. ბოსტნეულის წარმოება ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა გზით, ხელოვნური პრეპარატების და სასუქების გარეშე.

„ევროკავშირი ძალიან დაგვეხმარა. უმაგისოდ მე სათბურს ვერ გავაკეთებდი და ნერგს ვერ გამოვიყვანდი, და თუ ნერგი არ მექნებოდა, საიდან მივიღებდი ამ მოსავალს? წელს მოლოდინი გვაქვს, რომ 40 ათასიდან 30 ტონა მაინც უნდა მოვიყვანოთ. თუ მეტი მოვიყვანეთ ხომ უკეთესია. მომავალი წლიდან დაგეგმილია ბატატის ჩითილების გაყიდვა ადგილობრივ მოსახლეობაში, რაც ხელს შეუწყობს ბოსტნეულის წარმოების პოპულარიზაციას და ფერმერების შემოსავლების ზრდას.“ – ამბობს რეზო ერიაშვილი, ევროკავშირის ბენეფიციარი.

ბატატი იმპორტირებული ბოსტნეულია, რომლის წარმოებაც საქართველოში 2018 წელს დაიწყო და იმპორტირებული პროდუქციის მეოთხედი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდა. ლაგოდეხში წარმოებული ბატატის რეალიზაცია ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში„ ხდება.

ინიციატივამ სეზონურად 12 ადგილობრივის დასაქმებას შეუწყო ხელი. მათი უმეტესობა ქალია.

ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD