Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
თებერვალი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
22 თებერვალს, ევროკავშირმა, ორგანიზაციასთან „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ თანამშრომლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტი, რომლის სახელწოდებაა “ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში” სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში.
 
“ეს პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობისა და თემის წევრების თანამშრომლობას, მათი ძალისხმევის გაერთიანებას ადგილობრივი ეკონომიკის გაძიერებისა და დივერსიფიკაციისთვის, ასევე მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის. სოფლის განვითარების ეს მოდელი დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე და იგი საქართველოს სხვა რეგიონებშიც წარმატებით ინერგება. მოუთმენლად ველი პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ინიციატივებს, რომლებიც ახმეტის მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პროექტის გახსნის ღონისძიებაზე.
 
ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტი დაიწყება, კერძოდ ახმეტაში, წალკაში, წყალტუბოსა და მესტიაში.
 

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
სამცხე-ჯავახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 1 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია. ბორჯომში, ელჩი ჰარცელი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის მიმდინარეობას და შედეგებს გაეცნო. ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს.
 
“მოხარული ვარ ვხედავდე ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრების ენთუზიაზმსა და საქმისადმი ერთგულებას. ისინი დაუღალავად შრომობენ საკუთარი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის. მე მჯერა ასეთი პროექტების. მათი დახმარებით თვალნათელი ხდება ნიჭიერება და მეწარმეობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასებას ყველაზე კარგად ახერხებენ.“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
 
ელჩი ჰარცელი ბაკურიანში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბიზნესინიციატივას, თხილამურების გამქირავებელ მაღაზიას ეწვია. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით ბაკურიანელმა ზვიად მჭედლიშვილმა ძველებური პატარა ჯიხური თხილამურების გამქირავებელ თანამედროვე ვიტრაჟულ მაღაზიად აქცია და სათხილამურო ფეხსაცმლის საშრობი აპარატიც შეიძინა. ბიზნესინიციატივა ბაკურიანის დამსვენებლებს ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. იდეის რეპლიკაცია სულ მცირე ათმა ადგილობრივმა მოახდინა, რამაც საერთო ჯამში დამსვენებლებისთვის თხილამურების გაქირავების სერვისის ხარისხი გააუმჯობესა.
 
image

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს შეკრების მიზანი იყო პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს LAG-ის წევრებს საპროექტო წინადადებების მომზადებისა და ფონდების მოძიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო ხულოს LAG-ის წევრების საპროექტო წინადადებების მომზადებაში უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, რათა მომავალში მათ შეძლონ დამოუკიდებლად შეიმუშავონ და განახორციელონ პროექტები, მოიზიდონ დამატებითი ფინანსები და სტრატეგით განსაზღვრული ამოცანები კონკრეტულ ვადებში შეასრულონ.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბანაკი „ზეთა“ ყაზბეგში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ბანაკი ზეთა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში მდებარეობს. ევროკავშირის გრანტით ბანაკმა ველოტურებისთვის მთის ველოსიპედები შეიძინა და ვიზიტორების თავშესაქცევად საცოცი კედელი მოაწყო. ბანაკის საკონფერენციო სივრცე თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, ხოლო დამსვენებელთა სწრაფი კვებისთვის სამზარეულოში ცხელი ხაზი მოეწყო.

“ევროკავშირის გრანტმა შესაძლებლობა მოგვცა ჩვენს მომხმარებლებს ახალი სერვისები შევთავაზოთ. ველოტურებზე და საცოც კედელზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში.” – ამბობს ანანო არაბული, „ბანაკი ზეთას“ დამფუძნებელი.

ახალი სერვისების განვითარებამ ბანაკის ვიზიტორთა რაოდენობა 40%-ით გაზარდა. ამასთან, ბანაკში დამატებით ორი ადამიანი დასაქმდა, ხოლო ხელფასები 20%-თ გაიზარდა.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე 275-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ახალი პროექტების მიმდინარეობის შედეგად ეს რიცხვი მალე ბევრად გაიზრდება. შედეგად, ქვეყანაში დასაქმდა სოფლად მცხოვრები 1000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო საცხოვრებელი პირობები 10 000-ზე მეტ სოფლის მოსახლეს გაუმჯობესდა.

ბანაკი „ზეთას“ ვიდეო ისტორია ნახეთ აქ

ENPARD მედიაში
image
ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი თეთრიწყაროში – “ფერმა”, 1TV
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ევროკავშირი ახმეტაში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს – იმედი
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD