Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
იანვარი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები
ევროკავშირის ხელშეწყობით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
კონფერენცია მიზნად ისახავდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებების შესახებ საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.

მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით სფეროში ფუნქციონირებადი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე განხილული იქნა არაერთი საკითხი, მათ შორის კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; ტრადიციული ტურიზმის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე; ნარჩენების მართვა და სხვადასხვა აქტორების პოტენციალი და ძალისხმევა, რომელიც ფლორისა და ფაუნის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზეა მიმართული.

კონფერენციაში მონაწილე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავისი გამოცდილება და ყველაზე წარმატებული განხორციელებული ინტერვენციები.
 
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
კურსი მიზნად ისახავდა საგრანტო კონკურსის მონაწილეებში პროექტის წერისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებას და მოიცავდა სრული განაცხადის ფორმაში არსებულ საკითხებს.
 
აღნიშნული საკითხების გარდა განხილულ იქნა საგრანტო კონკურსის მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
 
აღნიშნული ტრენინგი მეხუთე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი თემების შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, სულ 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა, ასევე პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების გაუმჯობესება.
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირის მხარდაჭერით პირველი ქართული ქვევრის ვისკის და ღვინის ექსკლუზიური სახეობების წარმოება იზრდება

ფოტოისტორია ეძღვნება ალექსანდრე კვერნაძის ხსოვნას

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქვევრი ტრადიციულად ღვინის დასაყენებლად და მარცვლეულის შესანახად გამოიყენება. თუმცა თიხის უნიკალურ ჭურჭელს უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებული ძირითადი დანიშნულების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. დღეს უკვე ENPARD-ის ბენეფიციარი ალექსანდრე კვერნაძის გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა ამტკიცებს, რომ ქვევრის გამოყენებით, არც მეტი, არც ნაკლები, ვისკის დამზადებაც შესაძლებელია.

ალექსანდრე კვერნაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალექსეევკაში მოღვაწეობდა. მის ძირითად საქმიანობას ექსკლუზიური ვისკის წარმოება წარმოადგენდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მისი ბრენდი „ალექსანდრე დისტილერი“ ასევე აერთიანებს რამდენიმე სახეობის ღვინის, შარბათისა და ჭაჭის წარმოებას. ამასთან, ალექსანდრე კვერნაძე მეგობრებთან ერთად ხელმძღვანელობდა სოფელ ალექსეევკაში მდებარე ტურისტულ ობიექტს.

ალექსანდრე ღვინისა და აგრო ტურიზმის განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ENPARD-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გამარჯვების შედეგად მიღებული დაფინანსებით გეგმავდა: „ჩვენს პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჩვენი რესურსი ყველაფერს ვერ სწვდება. ახლა, ENPARD-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, გავზრდით წარმოებას, წარმადობის ზრდასთან ერთად კი ექსპორტიც გაუმჯობესდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, შევალთ როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე.“

ეს ფოტო ისტორია ალექსანდრე კვერნაძის გარდაცვალებამდე, ორი კვირით ადრე მომზადდა. მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ალექსანდრეს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ევროკავშირის პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს კონსორციუმი, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ხელმძღვანელობით.

ალექსანდრე კვერნაძის ფოტო ისტორია ნახეთ აქ

საოჯახო ტიპის სასტუმრო „ალეგრია ჰაუსი“ ყაზბეგში
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ალექსი ღუდუშაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩხოტში საოჯახო ტიპის სასტუმროს „ალეგრია ჰაუსს“ მართავს. ევროკავშირის ENPARD-ის გრანტით იგი საცხოვრებლად თბილისიდან ყაზბეგში გადავიდა და ოჯახთან ერთად საკუთარი ბიზნესი წარმატებით განავითარა.

„საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არ იყოს ცენტრალიზებული მხოლოდ ერთ წერტილში. რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება მოსახლეობა რეგიონებში, მით უფრო მომგებიანი იქნება მათთვის და სახელმწიფოსთვის“ – ამბობს ალექსი ღუდუშაური.

ევროკავშირის მხარდაჭერით, "ალეგრია ჰაუსი" ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. გრანტმა ბენეფიციარს საშუალება მისცა, ყოველთვიური შემოსავალი მიეღო. კოტეჯში დასაქმებულია 3 ადგილობრივი.

„ალეგრია ჰაუსის“ ვიდეო ისტორია ნახეთ აქ

ENPARD მედიაში
image
ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი ახალქალაქში - „აგრო სიახლეები“, JRC
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ვისკი ქვევრში და წლის ინოვატორი ფერმერი ალექსანდრე კვერნაძე - “ფერმა”, 1TV
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD