Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ივლისი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები

 
26 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად (GFA), ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილი თოკების პარკის ატრაქცია გახსნა. ასევე შედგა ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის გახსნითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა არსებული სივრცე დაათვალიერეს.
   
ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) წარმატებით დაასრულა სოფლის განვითარების საგრანტო პროგრამის ორი ფაზა. დაფინანსდა 65 სოფლის განვითარების ინიციატივა, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 5 მლნ ლარი შეადგინა (თანხის 35% პროცენტი ბენეფიციართა წვლილმა შეადგენა). შერჩეული სოფლის განვითარების პროექტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსალეობისათვის 300-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, დასაქმებულთაგან 40% კი ქალი იქნება.
 
image

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ხულოს LAG-ის 20 წარმომადგენელი, ყაზბეგში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პროექტებს, საკალმახე მეურნეობას, სტომატოლოგიურ კაბინეტს, სანაყინეს და სავარჯიშო სპორტ-დარბაზს ეწვია.

ხულოსა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს LAG-ების ჩამოყალიბების ისტორია და შემდგომი განვითარება. ყაზბეგის LAG-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესრულებაზე. შეხვედრის დროს ასევე მსჯელობა გაიმართა ENPARD-ის პროექტების ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე, პროექტების შეფასებისა და გამარჯვებულების გამოვლენის მეთოდებზე.

DSC_2956.jpg
ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

სოციალური ინტეგრაცია, საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარების განვითარება იყო ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის წამყვანი თემები, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით რაჭაში გაიმართა.

ბანაკის მსვლელობისას ახალგაზრდები გაეცნენ რაჭის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულ–ისტორიული და რეკრეაციული ადგილები, მიიღეს ინფორმაცია რეგიონის საგანმანათლებლო, პროფესიული დაწესებულების სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმის – მინანქარზე მუშაობის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

2019 წლის 22 ივნისს, ევროკავშირმა მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტის მიზანია საქართველოს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.

„პირველ რიგში, ეს პროექტი გაზრდის შემოსავლებს; მეორე – ეს გააჩერებს მოსახლეობის მიგრაციას, სოციალური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს; მესამე – ეს განავითარებს საბაზისო, საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურას; და მეოთხე – ეს ხელს შეუწყობს გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფას. ამ ფაქტორების ერთობლიობით პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ, უწყვეტ და მზარდ გავითარებას.“ – ამბობს პროექტის მენეჯერი, ლევან დადიანი.

პროექტს „მესტიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, PMC-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

image

ENPARD-ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა აღმავალი მეთოდით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg

ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის წესით შერჩეულმა წალკის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა. ინტენსიური შემეცნებით–გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ENPARD მედიაში
image
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტი ბორჯომში – TV პირველი / BMG
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტი ახალქალაქში – TV პირველი / BMG
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD