Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
ივნისი 2019
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg
8 ივნისს, წყალტუბოშ, 1500 ადგილობრივი მოქალაქე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, ევროპის დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. წყალტუბოს მოსახლეობას საშუალება მიეცა გაცნობოდა ევროკავშირის ისტორიასა და მრავალფეროვნობას, ასევე საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის კონკრეტულ მაგალითებს და მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა გასართობ და ინფორმატიული ხასიათის აქტივობებში, დევიზით – „ვაძლიერებთ ერთმანეთს”.
ad14f096-b977-475e-8502-c60690c65662.jpg
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულბელმა პაატა ახალაძემ, საქართელოს პარლამენტის წევრებმა, ცოტნე ზურაბიანმა და დიმიტრი მხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ იმერეთის რეგიონში მხარდაჭერილ 10-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაეგემოვნებინათ მათი პროდუქცია.
image

პროექტი, რომლის სახელწოდებაა „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს 8 მუნიციპალიტეტში.

8 ივნისს, წყალტუბოში, ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა; ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იან ჩერნიკმა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა; იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა; საქართველოს პარლამენტის წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა; წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

“ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოს სოფლის განვითარებაში ვმონაწილეობთ. სოფლის მოსახლების დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ჩვენს პარნტიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით. საქართველოში ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მტკიცედ მჯერა, რომ სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული პროცესი ადგილობრივ მოსახლეობას გააძლიერებს და საკუთარი თემის განვითარებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს. მოუთმენლად ველი, ვიხილო თუ როგორ შეცვლის უკეთესობისკენ წყალტუბოს, ამ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივები.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირმა მესტიაში ადგილობრივი განვითარების ორი პროექტი წარადგინა

22 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტმა ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას და სახალხო ზეიმს დევიზით „ევროკავშირი სვანეთში“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტი, CARE ავსტრია და PMCG კვლევა.

პროექტების გახსნით ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვებით მიმართეს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროექტების განყოფილების უფროსმა ვინსენტ რეიმ, შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განყოფილების დირექტორმა ჰეინც ჰაბერტოიერმა, CARE ავსტრიას დირექტორის მოადგილემ რობერტ ვოფსბურგერმა და მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

“GRETA” პროექტი წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას.

“ENPARD III მესტია“ პროექტის სპეციფიკური მიზანია მთიან დასახლებებში მოწყვლადი მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის „LEADER“ მიდგომის გამოყენებით.

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა და სოფლის მეურნეობის ატაშემ, კრისტინა კასელამ ENPARD-ის ფარგლებში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმდინარე და ახალი ინიციატივები მიმოიხილა. შეხვედრის ფარგლებში ENPARD-ის პარტნიორებმა ასევე იმსჯელეს რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემაზე და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე, რაც შეამციერებს საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიურ შედეგებს.

image

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებიდან: UNDP, FAO, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic, Action Against Hunger, ასევე ჩეხეთისა და ავსტრიის კოოპერაციის სააგენტოებმა, USDA-მ, USAID-მა და სხვებმა.

image
მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის 2019

ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო.

მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ინტენსიური შემეცნებით–გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის. CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის რესურსების მდგრად მართვაზე და სხვა ბუნებისდაცვით თემებზე.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ბრიუსელში, ევროპის განვითარების დღეებზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორი ქართული პროექტი წარსდგა

ქართული პროექტები „ევროპის განვითარების დღეების“ 14-წლიანი ისტორიის მანძილზე წელს პირველად იყო წარმოდგენილი.

პირველი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.

მეორე პროექტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში იყო „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. მისი მიზანია დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს, იყვნენ ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
ნასრაშვილების მარანი
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

პროფესიით ფილოსოფოსმა, ბექა ნასრაშვილმა გადაწყვიტა, ჰობი ბიზნესად ექცია. იგი თბილისიდან დედოფლისწყაროში დაბრუნდა, საკუთარი მარანი ააშენა და ღვინის წარმოებას შეუდგა. ბიზნესის განვითარებაში ბექას ევროკავშირი დაეხმარა. სოფლის განვითარების გრანტით ნასრაშვილებმა მარნის სრული აღჭურვა, მოდერნიზება და ღვინის ბოთლში ჩამოსხმა შეძლეს.

„ევროკავშირის დახმარებით ჩვენ შევძელით წარმოება გაგვეზარდა, ღვინო საკუთარ მარანში ჩამოგვესხა და ამ სახით გაგვეტანა უცხოეთის, მათ შორის ევროპის ბაზარზე.“ – ამბობს ბექა ნასრაშვილი.

წარმოების პირველივე წელსვე, ნასრაშვილებმა 25 ათასი ბოთლი 9 დასახელების კოლექციური ღვინო ჩამოასხეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღვინის ექსპორტზე ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე. ბიზნესინიციატივა დედოფლისწყაროში მუდმივად 7 ადგილობრივს ასაქმებს. ნასრაშვილები მარანშნი ვიზიტორებს ღვინის ტურს და დეგუსტაციას სთავაზობენ, რითაც მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდასაც უწყობენ ხელს.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

თეოს კოტეჯები
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

თეონა სეხნიაშვილმა დედოფლისწყაროში საოჯახო ფერმის გაფართოება და ტურისტული მომსახურების განვითარება გადაწყვიტა. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით, მან საკუთარ ფერმაში ხის კოტეჯები ააშენა და კეთილმოაწყო.

თეოს კოტეჯები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არწივის ხეობის ბუნების ძეგლთან ახლოს მდებარეობს. ამ ადგილს ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ. შესაბამისად თეოს ბიზნესინიციატივა ტურისტებს მათთვის საჭირო სერვისს სთავაზობს. თეონა მათ არა მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ საკუთარი მეურნეობის დათვალიერებასაც სთავაზობს. ინიციატივა ხელს უწყობს დედოფლისწყაროში ტურიზმის, მათ შორის აგროტურიზმის განვითარებას. იგი ასევე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ქალბატონების ეკონომიკურ გაძლიერებას. დღეისთვის, თეოს კოტეჯებში 4 ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

ENPARD მედიაში
image
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა თეთრიწყაროში – TV პირველი / BMG
.
.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა დედოფლისწყაროში - TV პირველი / BMG
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD