Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მარტი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
სოფლის განვითარების ახალი პროექტის მიზანია ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და წალკის მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.
 
თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  
ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.
 
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ მისიის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიინა ტამეცმმა.
 
image

ღონისძიების მონაწილეებმა 2013 წელს საქართველოში პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრები უკვე ექვსი წელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასილიტაციით იმართება. შეხვედრების მიზანია ENPARD-ის პროექტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე საკითხებისა თუ სიახლეების შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიის წარმართვა. კომიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების კოორდინირებული, შეთანხმებული და წარმატებული განხორციელებისთვის.

cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“-ის ფარგლებში, ღვინის მწარმოებლები და ქედის LAG-ის წევრები სასწავლო ვიზიტით მალაპოლსკას რეგიონში იმყოფებოდნენ.

მალაპოლკას რეგიონის თვითმმართველობის მიერ ორგანოზებული ტური მიზნად ისახავდა პოლონელ და ქართველ მეღვინეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მათ შორის კოოპერაციული საქმიანობის შესაძლებლობების განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს მალაპოლსკას რეგიონში არსებული ღვინის მეურნეობები, შეხვდნენ ადგილობრივ მეღვინეებს, გაეცნენ მათ საქმიანობას და თავის მხრივ გაუზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ღვინის წარმოებასა და ვენახის მოვლაში.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირი მხარს უჭერს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შენარჩუნებას და არწივის ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

“დაცული ტერიტორიების მთავარი მისიაა, უზრუნველყოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობა. ყველა ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე უცხოელს, აქვს უფლება მიიღოს სიამოვნება ველური ბუნების თვალიერებით. რაც უფრო მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამგვარი დასვენების საშუალება აქვს, მით უფრო მაღალია საზოგადოების კეთილდღეობის დონე“ – ეს არის იდეა, რომელმაც ათობით ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ფარგლებში გააერთიანა. მრავალი წელია დედოფლისწყაროში მოღვაწე მეგობრები ,,ვაშლოვანის მეგობრები“ დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე არეალში გარემოსდაცვით და შემეცნებით საქმიანობას ახლორციელებენ და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ წევრებმა სწორად და დროულად შენიშნეს დედოფლისწყაროში არსებული ტურიზმის მდგრადი განვითარების მაღალი პოტენციალი და მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. მათი შემართება თავისთავად თანხვედრაში აღმოჩნდა ENPARD-ის პროგრამის რამდენიმე ძირითად ამოცანასთან, რასაც მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა, ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოება, ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში კი მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს.

შედეგად, დღეს ვაშლოვანის მეგობრები, ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით ახორციელებენ პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ვიზიტორებს, დაათვალიერონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლის – არწივის ხეობის უმშვენიერესი ლანდშაფტები და ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები. ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის, მათ შორის საკემპინგე ადგილი, რომელიც ითვალისწინებს საპიკნიკე და საკარვე ადგილების, ასვე სანკვანძის მოწყობას, რომელიც აღჭურვილი იქნება მზის ავტონომიური ელექტრო და წყალგამაცხელებლი სისტემით. პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა ნაკადი, რომელთათვისაც საკმარისად ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება ბუნების ძეგლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება. ამასთან, შესრულდება დაცული ტერიტორიების ორი ძირითადი ფუნქციაც: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა.

ფოტოისტორია ნახეთ აქ

ENPARD მედიაში
image
კონფერენცია – LEADER მიდგომის პერსპექტივები საქართველოში
.
.
cd23c887-c1f2-49f3-9be6-b9e0ac3cd1a2.png
ევროკავშირის სოფლის განვითარების ახალი პროექტი წალკაში
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD