Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მაისი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
თვის მთავარი ამბები

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  

5 მაისს, თბილისში 10,000 ადამიანზე მეტი შეიკრიბა ევროპის დღის აღსანიშნად, რომელიც ნათლად ასახავდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს. ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცა, რომელშიც ევროკავშირის 20-მა წევრმა სახელმწიფომ სტუმრებს თავიანთი ქვეყნები და კულტურა წარუდგინა. თბილისელებს, დიდსა თუ პატარას, საშუალება მიეცათ მონაწილება მიეღოთ უამრავ თამაშებსა და ინფორმაციულ აქტივობებში. დღის განმავლობაში სცენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა, ცეკვები და სიმღერები სრულდებოდა. ამავდროულად, ახალგაზრდები და ზრდასრულები მონაწილეობას იღებდნენ ქუჩის კალათბურთის შეჯიბრში და აგემოვნებდნენ ევროპული ქვეყნების სამზარეულოს.

ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს.

696e24e0-c68f-4610-bbbc-1d2f93df91f4.png  

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა ჰარცელმა აღნიშნა: “ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ფაქტს, რომ იდეა, რომელიც დაიგეგმა 69 წლის წინ დღეს აერთიანებს ევროპის 28 ქვეყნის, 24 ოფიციალურ ენაზე მოსაუბრე 500 მილიონზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირში, რომელიც თავისი მოქალაქეების მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ისწრაფვის. ევროპის დღე ასევე არის შესაძლებლობა ავღნიშნოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, რომელიცარასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძლებთ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.”

როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 20-მდე სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ბენეფიციარის პროდუქცია


35c7472c-cf28-4971-887c-b7a9ede07b9b.jpg  

2019 წლის 6-10 მაისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებითა და CENN-ის დახმარებით შედგა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობას განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა. ასევე შედგა შეხვედრა ავსტრიაში საქართველოს ელჩთან. მონაწილეებმა მოინახულეს ორი LEADER რეგიონი, შეხვდნენ LAG-ის გამგეობის წევრებს.

4e96647c-89ec-49f6-872b-60fa8f622bc7.jpg

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ENPARD-ის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე კარტოფილის მეურნეობაში საველე-სასწავლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიება კარტოფილის მწარმოებელი ფერმერებისთვის, ახალქალაქის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკანტი სტუდენტებისთვის გაიმართა.

ღონისძიების მასპინძლებმა სტუმრებს ინფორმაცია გაუზიარეს კარტოფილის წარმოების ყველა ფაზასთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა მიწის ნაკვეთის მომზადებას, თესვას, ირიგაციას, მავნებლებისგან დაცვას, მოსავლის აღებას და მოსავლის აღების შემდგომ ღონისძიებებს.

bbb86532-f062-4c9d-9b41-73a2923a82d1.jpg
ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში „ცოდნის სახლი“ გაიხსნა

ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა კლასგარეშე წრეების ამოქმედებას, რაც ხელს შეუწყობს ამ საქმიანობაში ჩართულ ბავშვებში საზოგადოებრივი სულის ჩამოყალიბებას, სოციალური უნარებისა და კრიატიულობის ამაღლებას ურთიერთდახმარების გამოყენებით, ინტეგრირებული სწავლების, ცოდნის ურთიერთგაზიარებითა და ინტელექტუალური თამაშების გამოყენებით.

„ცოდნის სახლი“ ერთე-რთია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ 36 ინიციატივას შორის, რომელიც დაფინანსებულია დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ჰექს-ეპერის პროექტ „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარების“ მიერ.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში
66ccc490-504a-47d0-8ca9-4561821b1a2f.jpg

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, კონკრეტულად კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სადაც ქართველი და სომეხი მოსახლეობის თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის, გამორჩეულია მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში მრავალფეროვანია ის კულტურაც, რომელიც განსხვავებულ ტრადიციებსა თუ ჩვეულებებზე დაყრდნობით იქმნება. გარდა იმისა, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადაეცემა, დროთა განმავლობაში ახლდება მისი გამოხატვის ფორმები, რომელთა სიცოცხლისუნარიონობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია რეგიონის კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის.

სწორედ ამ მისიას ემსახურება ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა ახალქალაქში, რომელსაც „ზრდასრულთა განათლების ცენტრი” ახორციელებს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახალქალაქის ახალგაზრდებს დღეს საშუალება აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ფარდაგების, ხალიჩებისა და გობელენების ქსოვა ქართულ-სომხური ორნამენტებით და ხელი შეუწყონ ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებასა და რეგიონში მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას.

ფოტოისტორია ნახეთ აქ

ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
.
image

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი, მარინა წიკლაური ევროკავშრის ბენეფიციარია. მისი პირადი ტრაგედიის მიუხედავად, მარინამ შეძლო საკუთარ თავში ძალა ეპოვა და არამხოლოდ ოჯახის მხარდაჭერა გაეგრძელებინა, არამედ სხვებსაც, განსაკუთრებით კი ბავშვებს დახმარებოდა.

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ბავშვების ცხოვრება უკეთსობისკენ შეიცვლება, თუ ისინი განათლებას მიიღებენ“ – აღნიშნავს მარინა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირისა და დედოფლისწყაროს PROCEED-ის პროექტის დახმარებით სოფლის განვითარების ინიციატივა „ცოდნის სახლი“ დააფუძნა.

ინიციატივა მიზნად ისახავს არხილოსკალოდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების (ხელსაქმე, ხატვა, კითხვა და სხვა) შესაძებლობის შექმნას.

Capture.jpg

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა „სპექტრი“ დედოფლისწყაროში მდებარე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც ადგილობრივი მოსწავლეები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სხვადასხვა საგნებში ემზადებიან. ისინი ასევე ეუფლებიან კომპიუტერულ პროგრამებს, უცხო ენებს, მათემატიკას, გეოგრაფიას, იღებენ სამოქალაქო განათლებას.

ცენტრის დახმარებით, ადგილობრივ ბავშვებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად დიდი ქალაქებში წასვლა და კერძო რეპეტიტორებთან მომზადება აღარ უწევთ.

„შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. სასწავლო ცენტრის მოსწავლეების მიერ აღებული სასწავლო გრანტები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ჩვენი ბავშვები წამყვან უნივერსიტეტებში ირიცხებიან.“ – ამბობს „სპექტრის“ დირექტორი, ნუნუ ცაკაშვილი-იმერლიშვილი.

ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD