Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ნოემბერი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს საჯარო კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის 2018-2020 წლების სტრატეგიის განახლებული ვერსიის მისაღებად. 1 ნოემბერს, სამუშაო დოკუმენტი ძირითადი საერთაშორისო, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინათ. ექსტენციის განახლებული სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის ხარჯთეფექტური მიწოდების გზით. ამ მიზნის მიღწევა გათვალისწინებულია საქართველოში არსებული 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის გარდაქმნით ფერმერთა რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის თანამედროვე სამსახურებად.

FAO-ს და სამინისტროს ექსპერტებმა შეხვედრაზე სასოფლოს-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიაში ინიცირებული ცვლილებები მიმოიხილეს. მათ შორისაა, ინიციატივა სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი შექმნის შესახებ, რომელიც. ქსელი საქართველოს მასშტაბით 276 კერძო და საჯარო სასოფლო-სამეურნეო მიწის საჩვენებელ ნაკვეთს გააერთიანებს. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ფერმერთა სწავლებისა და კონსულტაციების პროცესები წრიმართება. სტრატეგიის დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ფერმერთა საზოგადოებრივი საბჭოების – ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა, და ექსტენციის პროცესებში კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალი ინსტიტუციური მენეჯმენტი.


ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას აჭარაში

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ჩაქვმა უმასპინძლა კრეატული ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელ ბანაკს, ანუ ბუთკემპს, რომლის მუშაობაში 40-მდე ადგილობრივი მეწარმე ჩაერთო. ბუთკემპის მიზანი იყო ინოვაციური ბიზნეს იდეების გამოვლენა და მათი ავტორების ხელშეწყობა იდეების განხორციელების რეალისტური გზების შემუშავებაში. ძირითად ყურადღება დაეთმო სოფლად ახალი ტიპის მეწარმეობის ჩამოყალიბებას, რომელიც სოფლის მეურნეობის ფარგლებს გასცდებოდა.

ბუთკემპი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის ENPARD ფარგლებში, ხოლო მისი უშუალო ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.

ბუთკემპის მსვლელობაში გაიმართა ინსპირაციული გამოსვლები, მასტერ-კლასები, ტრენინგი, ბიზნესის მოდელირებისა და პროტოტიპების შექმნის სავარჯიშოები. ამ ინტენსიური პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესის დაგეგმვის ყველა ეტაპი გაიარეს – იდეას შექმნიდან მის ხორცშესხმამდე, ხოლო ინტერაქტიული სავარჯიშოების შედეგად მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის კეთების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა სამიზნე აუდიტორიისა და კლიენტურის გამოვლენა, ადგილობრივი ბაზრის შეფასება, ინოვაციური კომერციული პროდუქტისა და სერვისის შექმნა, მარკეტინგული და მედია სტრატეგიების შემუშავება.

image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ოცდაათამდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო სამდღიანი ტრენინგში ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers Georgia.

„ამ სასწავლო პროცესში მონაწილეობის შედეგად უკეთ გავიგეთ ჩვენი თანამშრომლების მოთხოვნები და მისწრაფებები, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვასა და სწავლებასა და განვითარებას უკავშირდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები. მათ ასევე იმსჯელეს ადამიანური რესურსების მართვის როლზე თანამშრომლების ხელშეწყობის საქმეში.

DSC_2956.jpg
ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-მ ლაგოდეხში მექანიზაციის საველე დღე მოაწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის მექანიზაციის საველე დღე მოაწყო.

ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გამოეცადათ ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლებიც მექანიზაციის ერთ-ერთმა მომწოდებელმა კომპანიამ, აგრომოტორსმა წარმოადგინა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კონსერვაციული მეთოდების გამოყენების უპირატესობებს, მათ შორის, მიწის მინიმალურ დამუშავებას. ეს მეთოდები პროდუქტიულობის ზრდისკენ არის მიმართული და, ამავდროულად, ამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და სასათბურე გაზების ემისიას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ტექნიკა მიწის ამ მეთოდით დამუშავებისთვის გამოიყენება.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს FAO-ENPARD-ის მიმდინარე საგრანტოკონკურსზე, ინიციატივის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას:
მცენარეთა დაცვა მავნე ორგანიზმებისგან
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

სასწავლო ხასიათის ვიდეოში წარმოდგენილია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ვიდეო მომზადდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

image

შ.პ.ს. „ტექნოჯორჯია“ ხულოს მუნიციპალიტეტიs სოფელ ვაშლოვანში ხის ავეჯის კარკასს აწარმოებს. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტის ფარგლებში, კომპანიამ თანამედროვე დაზგა-დანადგარები შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წარმოების პროცესის დროს და თვითღირებულებას.

„აქამდე დაუსრულებელ კარკასებს ვაწვდიდით სხვას, ახლა კი აქ ადგილზე დასრულდება და კიდევ რამოდენიმე სახის ავეჯი დაემატება, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდით და საერთოდ არ მზადდებოდა საქართველოში. ადგილობრივები დასაქმდებიან და ადგილზე ექნებათ შესაბამისი შემოსავალი, აღარ იფიქრებენ ქალაქში წასვლას ან თურქეთში სამუშაოდ გადასვლას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.“ – ამბობს ევროკავშირის ბენეფიციარი, გურამ აბულაძე.

საწარმო კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ საქონელს. ახალი დაზგა-დანადგარები და ავეჯის ახალი ხაზი კომპანიის შემოსავალს 30%-ით გაზრდის. კომპანია ვაშლოვანში ნაწარმოები ავეჯის ექსპორტს თურქეთში გეგმავს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრულად ამუშავების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზრდება.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG).

DSC_2956.jpg
გოდერძის ალპური ბაღი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ხულოში

გოდერძის ალპური ბაღი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გოდერძიში მდებარეობს, სილამაზით და თემატური დატვირთვით კავკასიის რეგიონში ერთადერთია. ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა ბაღის ინფრასტრუქტურა: მოეწყო პარკინგი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, მეფუტკრის სახლი, გაკეთდა შიდა ტურისტული გზები, ბილიკები და ალპინარიუმი.

ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მოხდა ბაღის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. შეძენილი იქნა 5 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები, რითაც გოდერძის ალპური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში ჰელიო სისტემა მოეწყო.

„ჰელიო სისტემა საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ამ პროექტით ჩვენ მივცემთ ადგილობრივ მოსახლეობას სტიმულს, რომ ამ მიმართულებით წავიდნენ და ეს იქნება ძალიან კარგი იმიტომ, რომ თანამედროვე ბუნების მდგრადი გამოყენების ძალიან დიდი საშუალება იქნება.“ – ამბობს ალპური ბაღის წარმოამდგენელი, თემურ ვასაძე.

გოდერძის ალპურ ბაღში 16 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღში დასაქმებულთა რიცხვი 30-მდე გაიზრდება.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG).

ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD