Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
ოქტომბერი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო და ძლიერი, როგორიც იგი დღეს არის. ამ ურთიერთობების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის გურულები სარგებლობენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით, ევროპის ბაზარზე წვდომით, აგრეთვე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო-გაცვლითი და სხვა პროგრამებით. ჩემი ორდღიანი ვიზიტის დროს, მე ვესტუმრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 6 წარმატებულ პროექტს, რომელთა მიზანია ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნა, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ისეთი მსხვილი ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა გურიის ტურიზმის სტრატეგია და „ჩაის გზა”. მე ვიხილე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც აქტიურადაა ჩართული და მზადაა საჭირო ქმედებებისთვის. აგრეთვე, დავათვალიერე გურიის შესანიშნავი ჩაის პლანტაციები და ბუნება. გურია, ევროკავშირის ოთხი პრიორიტეტული საპილოტე რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც დამატებით დახმარებას მიიღებს ევროკავშირისგან. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიზიტის დროს შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წრმომადგენლებს, ასევე ესტუმრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე ოზურგეთში. ევროკავშირის ელჩმა გურიაში სტუმრობა ნაგომარში, ჩაის კოოპერატივში ვიზიტით დაიწყო. ის ერთ-ერთია იმ 17 კოოპერატივიდან, რომელიც ევროკავშირის დახმარებით სარგებლობს. ENPARD-ის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა და ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოადხინა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში, გააფართოვა ქარხანა და გააორმაგა წარმოება.


b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

„ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, სამი წარმატებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებენ, და რომელთაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლეს. ევროკავშირი მოხარულია, რომ LEADER მიდგომა, რომელიც წლებია ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება, საქართველოშიც მუშაობს. მოუთმენლად ველით ამ მიდგომის მომავალ წლებში კიდევ მეტად განვითარებას,“ – განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა კონფერენციას, რომელზეც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ორწლიანი პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ შედეგები შეაჯამეს. პროექტი, რომელსაც ორგანიზაციები „მერსი ქორფსი“, „ფიფლ ინ ნიდ“ და „ქეა ავსტრია“, სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდნენ, 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას სამ მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის. შედეგად, 600-ზე მეტი მუდმივი დასაქმების ადგილი სამივე მუნიციპალიტეტში.


b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

„დღეს წარმოდგენილი ახალი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესში. პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს, რომ გაძლიერდნენ და უკეთ გაუმკლავდნენ სექტორში არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს და უკეთ გამოიყენონ ახალი ბაზრების, მათ შორის ევროკავშრთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილი შესაძლებლობები.“ – განაცხადა ბატონმა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ევროკავშირი (EU) და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლასთან, მერსი ქორფსთან, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთან (RDFG) და ლუარეს სოფლის მეურნეობის პალატასთან პარტნიორობით, ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად საქართველოში.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ფინანსური ინკლუზიურობის დონის ამაღლება და ბაზრებთან წვდომა მცირე კომერციული მეურნეობებისთვის. პირველი კომპონენტი დაფინანსდა Proparco-ს, AFD-ის სუბსიდიარი კომპანიის მიერ, რომელიც კერძო სექტორს შეეხო აგროსაკრედიტო ხაზების გახსნით ორი ძირითად საფინანსო დაწესებულებისთვის საქართველოში.

image

კახეთში მოყვანილი ტკბილი სიმინდის სუპერმარკეტში გაყიდვა პირველი ფართომასშტაბიანი წარმატებაა ევროკავშირის და FAO-ს პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის და შემოსავლების ზრდას, თანამედროვე მიდგომებით და მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი, რაიმუნდ იელე FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარს საკუთარი პროდუქციის „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში შეტანის პირველ დღეს პირადად შეხვდა.

“სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, FAO-თან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ დავითისა და ვალენტინას მსგავს ადგილობრივ ფერმერებთან, რათა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დავნერგოთ და ფერმერებისა და კომპანიების გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებს ხელი შევუწყოთ. ამ წარმატების მაგალითიდან ჩანს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი მცირე ფერმერებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობები არსებობს. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება და ბრენდის ‘წარმოებულია საქართველოში’ ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც მომხმარებლებიც ელიან,” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

DSC_2956.jpg
ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრები ლაგოდეხში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ესტუმრნენ

ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლაგოდეხს ესტუმრა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტის გუნდს და ბენეფიციარებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, შეხვდენენ ლაგოდეხის განვითარების ჯგუფს (LAG) და ასევე გაეცნენ სოფლის განვითარების ინიციატივებს “ENPARD ტერასა” ლაგოდეხში და “კიტრის ენერგოეფექტური სათბური” ჰერეთისკარში.

თავდაპირველად ვიზიტი დაიწყო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში, სადაც სტუმრები ვიზიტორთა ცენტრის წარმომადგენლებს და რეინჯერებს შეხვდნენ. შემდგომ, ყოფილი ევროპარლამენტარები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ქეა“-ს წარმომადგნელებს შეხვდნენ.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სასტუმროში „ვალდჰოტელში“ მდებარე ENPARD-ის ტერასა და წიგნის კაფე.

ვიზიტი სოფელ ჰერეთისკარში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივაში „კიტრის ენერგოეფექტური სათბური“ დასრულდა. ყოფილი ევროპარლამენტარები სათბურის მეპატრონეს, თენგიზ ბერიძეს შეხვდნენ. თენგიზ ბერიძე აჭარელი ეკომიგრანტია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სოციალურ დახმარებაზე უარი განაცხადა და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში კიტრის სათბური მოაწყო.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავის „ჭიბონის“ წარმოება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ქედაში

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ჭიბონი აჭარაში გავრცელებული ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავია. მასზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ და საცეკვაო მელოდიებს ასრულებენ. ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – გუდისგან და სტვირისგან.

„ცოდნა უნდა, როგორ უნდა დაამუშაო ტყავი, როგორ გამოხარშო ენები. ბეწვი უნდა გააცალო გუდას და დაარბილო. ჩემი პროექტი ითვალისწინებს, რომ არ დაიკარგოს ეს ტრადიციული ძველი ინსტრუმენტი და გადავცე მოსწავლეებს, გავზარდო, დაკვრაც ვასწავლო და გაკეთებაც“ – ამბობს მურად თავართქილაძე, ევროკავშირის ბენეფიციარი.

ევროკავშრის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის სოფლის განვითარების გრანტით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში მოეწყო ჭიბონის დასამზადებელი საწარმო. ინიციატივა ადგილობრივი ძველი ტრადიციების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მივიწყებული ძველებური ფოლკლორული ინსტრუმენტის ტრადიცია მომავალ თაობებს გადაეცემა.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

სასტუმრო „ზებო“

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივა ქედაში

5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ევროკავშირის მხადაჭერით, ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში სასტუმრო „ზებო“ ფართოვდება. ხორციელდება სასტუმროს გაფართოება და ტურისტული სერვისების დამატება, ასევე ძველი აჭარული ხის სახლის, ნალიის, ხის წისქვილის და სასტუმროს ინვენტარის შეძენა.

„სოფლის განვითარების პროექტის შესახებ გავიგე სამი წლის წინ და ველოდებოდი როდის დაიწყებოდა ქედაშიც. ჩვენს რაიონში გასულ წელს შემოვიდა ევროკავშირი. მინდა, რომ აღვადგინო, გავაცოცხლო 100 წლის წინანდელი აჭარული ეზო, ეთნო ეზო. დამატებით მინიმუმ 3 ადამიანს დავასაქმებ. სამჭედლოს მჭედელი უნდა, წისქვილს მეწისქვილე. დამატებით ტურისტებსაც მოიზიდავს. სხვა საოჯახო სასტუმროებიც არსებობს სოფელში, ისისნიც ისარგებლებენ ამ სიკეთით“ – ამბობს ზებურ გობრონიძე, ევროკავშირის ბენეფიციარი.

ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, სოფელ გობრონეთში მოხდება დამატებითი მცირე ინფრასტრუქტურული კომპლექსის შექმნა, რაც გაზრდის ტურისტების ინტერესს და რაოდენობას. არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროს დაემატება აჭარული ხის სახლი, მისი დამატებითი კომპონენტებით. შეიქმნება ტრადიციული, ავთენტური მცირე კომპლექსი, რაც ტურისტების რაოდენობას სასტუმრო „ზებოში“ სულ მცირე 20%-ით გაზრდის. ადგილობრივებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

ვიდეო ისტორია იხილეთ აქ

ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ENPARD მედიაში
image
ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერის სიმინდი კარფურში იყიდება – 1 არხი
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირი და პარტნიორები სოფლის განვითარების ორწლიან პროექტს აჯამებენ - პალიტრა ნიუსი
image
საქართველოში მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება – პალიტრა ნიუსი
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირი და FAO ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსს იწყებს – 1 არხი
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD