Enpard Georgia logo
შემოუერთდით ENPARD-ს:
icon-ge-flag English
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
სექტემბერი 2019
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
თვის მთავარი ამბები

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

21 სექტემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტები მოინახულა და პირველად ოფიციალურად გახსნა ევროპის დღე ახალქალაქში. თავდაპირველად, კარლ ჰარცელი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) ესტუმრა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობით დაფუძნდა. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), მერსი ქორფსი (Mercy Corps), ორგანიზაცია “ელვა” (Elva Community Engagement) და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც ახალქალაქის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის 30-მდე მოქალაქეს აერთიანებს. დღეისათვის LAG-ს შემუშავებული აქვს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტულ ინიციატივებს.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ენების შემსწავლელი ცენტრი ოფიციალურად გახსნა. ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული და ინგლისური ენები.

კარლ ჰარცელი ასევე ეწვია ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი 16 ინიციატივიდან, ორს, კერძოდ ვულკანური წიდის მოპოვებისა და დამუშავების საბადო კომპანიას „მერიდიანი 2006“-ს და საკალმახე მეურნეობას. ელჩი ასევე შეუერთდა ახალქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ დასუფთავების აქციაში და ახალქალაქში პირველი ევროპის დღის ღონისძიებაც გახსნა.


b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის განმახორციელებლი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებმა, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

b7568ffc-ec70-4538-a26f-df5e0c4eb031.jpg

შეხვედრის დროს გამართული დისკუსიები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ფონდების მოძიებისათვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესაძლებლობის ზრდა, ასევე LAG-ების განვითარებისა და მდგრადობისთვის ადვოკატირების მექანიზმების შემუშავება. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა 2015 წელს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

image

LINC არის ევროპული LEADER კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ევროპული გამოცდილების გაზიარება თანხვდება სპორტული ღონისძიებებისა და ევროპული კულინარიის ერთობლივ დემონსტრირებას. ის წარმოადგენს LAG-ებისა და ავსტრიის, გერმანიის, ესტონეთისა და ფინეთის სოფლის განვითარების კავშირების ინიციატივას.

კონფერენცია ევროპული LEADER მიდგომის გამოყენებით სოფლის განვითარებისათვის მიღწეული შედეგებისა და ინოვაციური მეთოდების წარმოჩენას, LEADER მიდგომის განმახორციელებელი ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაცვლასა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის კავშირების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლოთ ერთობლივად შეემუშავებინათ საპროექტო იდეები მომავალი თანამშრომლობისათვის და ჩართულიყვნენ სპორტულ აქტივობებსა და ინტერაქტიულ თამაშებში.

DSC_2956.jpg
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს ესტუმრა

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების განათლებისა და კარიერული წინსვლის შესახებ. მწვანე ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებს თავიანთ თემში არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრისთვის შემუშავებული სამომავლო ხედვები გააცნეს.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ელჩის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა ასოციაციის წევრმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მეუღლემ, მეტე ჰარცელმაც.

ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით და CENN-ის ორგანიზებით 5-13 სექტემბერს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის და ქედისა მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის გაუმჯობესება.

ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
ENPARD-ის ვიდეო ისტორიები
image
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას: მიწის მომზადება ბოსტნეულის ნაკვეთისთვის
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობას: საირიგაციო სისტემა ბოსტნეულის მიწის ნაკვეთისთვის

სასწავლო ხასიათის ვიდეოებში წარმოდგენილია საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა. ვიდეოები მომზადდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
ENPARD მედიაში
image
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტი ყაზბეგში – TV პირველი / BMG
.
.
b4f667eb-8dc7-43a0-a320-a33a415b1323.jpg
ევროკავშირის ENPARD-ის პროექტი ლაგოდეხში – TV პირველი / BMG
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ჭავჭავაძის გამზ. 62
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 29 32 49
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2019 ENPARD