Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
იანვარი 2017 / გამოცემა N1
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
წარმოგიდგენთ ENPARD-ის ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენის პირველ გამოცემას. აღნიშნული ფორმატით, გვსურს, ENPARD-ის პროგრამის პარტნიორებს, ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროკავშირის დახმარების შესახებ. ჩვენი გუნდი ყოველთვიურად ჩაგაყენებთ საქმის კურსში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებების, მთავარი მოვლენებისა და ფაქტების შესახებ.
 
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
 
 
თვის მთავარი ამბები
 
 
image
 
საქართველომ სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია მიიღო
 
სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში.
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
image
 
ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – სამოქალაქო პლატფორმა სოფლის განვითარებისათვის
 
ლაგოდეხი, ბორჯომი და ყაზბეგი პირველი სამი მუნიციპალიტეტია საქართველოში, სადაც დაინერგა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) პრაქტიკა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა სათათბიროს აფუძნებს
 
ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.
 
გაიგეთ მეტი
 
 
სხვა ახალი ამბები
 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების პრეზენტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში
 
ქართული ღვინის სექტორის რეფორმის წარდგენა-განხილვა სოფლის მეურნეობის სამინისტროში
 
ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების სამუშაო შეხვედრა ქვე-პროექტების მონიტორინგის თემაზე
 
აჭარაში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
 
ქართული თაფლის ევროპული მოგზაურობის პერსპექტივები
„თუ ევროპის ბაზრებზე გასვლა გვინდა, მინიმუმ 100 ტონა თაფლს უნდა ვაწარმოებდეთ და ამისათვის აუცილებელია რამდენიმე კოოპერატივის გაერთიანება“ - ამბობს მამა პეტრე.
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
image
 
 
თვის სხვა ისტორიები
 
 
image
 
„ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ ოცჯერ მეტი ოდენობის ღვინოს“ - აცხადებს გოგიტა მაკარიძე, კოოპერატივის „თერჯოლის ღვინო“ ხელმძღვანელი.
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
image
 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსდა 27 სოფლის განვითარების პროექტი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის, ასევე არამომგებიანი და სოციალური პროექტები.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
კოოპერატივი „ხულგუმო 2014“ ორი წლის წინ დაარსდა. მასში 20, ეთნიკურად სომეხი წევრია გაერთიანებული, რომელთაგან 16 ქალია.
 
გაიგეთ მეტი
 
 
სხვა ვიდეო და ფოტო ისტორიები
 
სასათბურე ხობში. ნინო კვირკველიას მარწყვის კოოპერატივი “შამათია”
 
მომავლის ფერმერი: ბერიძეების ოჯახის საკალმახე აჭარაში
 
 
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
 
ENPARD მედიაში
 
image
 
TV 1-ის ინტერვიუ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერთან, სოფლის მეურნეობის ატაშესთან, ქრისტინა კასელასთან
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
image
 
გადაცემა ,,ფერმა“: ENPARD-ის მედიატური და სემინარი სოფლის განვითარების თემაზე ბორჯომში
 
 
გაიგეთ მეტი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში
 
TV პირველი საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღების შესახებ
 
საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის სატელევიზიო გადაცემათა ციკლი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ:
   - დისკუსია ENPARD-ის პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით თბილისში
   - დისკუსია ფერმერებისა და ევროკავშირის ბენეფიციარების მონაწილეობით ოზურგეთში
   - დისკუსია ფერმერებისა და ევროკავშირის ბენეფიციარების მონაწილეობით ქუთაისში
 
იმედი - ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა საბჭოს აფუძნებს
 
რუსთავი2 - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჩაის კოოპერატივი „კონა“
 
რუსთავი2 - კულინარიული შოუ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივის „ცისარტყელა“ მონაწილეობით
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
 
image
 
საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ გაიგეთ მეტი პუბლიკაციიდან - „ENPARD: ძლიერი სოფელი უკეთესი ცხოვრებისთვის“.
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
image
 
ENPARD-ის გამოცემა „სოფლის განვითარება: სოფლის მეურნეობის ინტეგრაცია ადგილობრივ ლანდშაფტში“ გაგაცნობთ საქართველოში სოფლის განვითარების კუთხით ევროპულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროექტებს.
 
გაიგეთ მეტი
 
 
 
ENPARD ციფრებში
 
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ევროკავშირი საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში ეხმარება. დღეისთვის, პროგრამას მთელი რიგი მნიშვნელოვანი შედეგები აქვს:
 
საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში 59 რეგიონალური საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრი დააფუძნა, რომელიც, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 250,000-ზე მეტ ფერმერს ემსახურება.
 
საქართველოს მთავრობამ, ევროკავშრის დახმარებით, ფერმერთა კოოპერაციის ევროპული პრაქტიკის დანერგვა დაიწყო. დღეისათვის, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1500-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 13,000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
 
ევროკავშირმა 4 მილიონი ევროს პირდაპირი საგრანტო დახმარება გაუწია 200-ზე მეტ კოოპერატივს, რომელიც 2000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
 
ევროკავშირის დაფინანსებით გადამზადება გაიარა 1500-ზე მეტმა კოოპერატივმა და 7200-ზე მეტმა ფერმერმა.
 
ბორჯომში, ლაგოდეხსა და ყაზბეგში მიმდინარე სოფლის განვითარების საპილოტე პროექტების ფარგლებში, ევროკავშრმა 50-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური, ინფრასტუქურული და გარემოს დაცვითი მიმართულები. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 266 ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 30,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
 
 
ENPARD-ის სხვა შედეგები იხილეთ აქ
 
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD