Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
მარტი 2017 / გამოცემა N3
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 
საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია წარადგინა

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
2017-2020 წლების სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა. მისი შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.     
 
 
image
 
ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები
 
კვლევა შეეხება საქართევლოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ერთი წლის (2014-2015) შედეგებს, რომელიც ეფუძნება ENPARD-ის პარტნიორების („ქეა“, „ოქსფამი“, „მერსი ქორფსი“ და „ადამიანი გაჭირვებაში“) მიერ შეგროვებულ და ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გაანალიზებულ მონაცემებს.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
კახეთში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ოქსფამმა (Oxfam), ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, თელავში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გამართა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა გადამზადების კურსი გაიარეს
 
ENPARD-ის ფარგლებში, ესპანურმა კომპანიამ EVOLUXER-მა, კოოპერატივების წევრებისა და მენეჯერების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 2,455 წარმომადგენელი ბიზნესის მართვის კუთხით გადაამზადა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
სხვა ახალი ამბები
 
საქართველოს რეგიონებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ფერმერებისთვის სემინარები ჩატარდა
 
თანამედროვე აგრარული კვლევითი პრაქტიკის საკითხებზე კახეთში შეხვედრა გაიმართა
 
ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შეფასების კვლევა ჩატარდა
 
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მარწყვის კოოპერატივი „შამათია“ ხობში

„ჩვენ ვართ კეთილი ნების ელჩები ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში იმიტომ, რომ პროდუქტს ზედმეტს არაფერს ვუმატებთ. ENPARD-ის დახმარებით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მცირე მეურნეობას, ვეცნობით მარწყვის წარმოების ტექნოლოგიებსა და ევროპულ სტანდარტებს“ - ამბობს ნინო კვირკველია, კოოპერატივი „შამათიას“ თავმჯდომარე.

.
image
ჩაის კოოპერატივი „კონა“ გემრიელ და სასარგებლო ქართულ პროდუქტს გთავაზობთ

„ლავრისხევში გავიზარდე, მთელი ბავშვობა ბებიასთან ერთად დავდიოდი და ვკრეფდი სხვადსხვა ბალახებს, კენკრას. მთელი ზამთარი ვსვამდი აქაური ასკილის ჩაის, რომლის გემოც ძალიან დიდხანს გამყვა; წლების შემდეგ სასწავლებლად პარიზში წავედი, სადაც აღმოვაჩინე, რომ არსებობდა ბალახეული ჩაის მოხმარების კულტურა, რაც მანამდე მხოლოდ ბებიაჩემის ჯადოსნობები მეგონა“ - ამბობს ნატალია ფარცხალაძე, კოოპერატივი „კონას“ დამფუძნებელი.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სოფელი. პრემიერმა სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია – ტელეკომპანია მაესტრო
 
გაიგეთ მეტი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში
 
რას გულისხმობს სოფლის განვითარების სტრატეგია – ტელეკომპანია იბერია
 
 
პრემიერმა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა – აჭარის ტელევიზია
 
სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია – TV-პირველი
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
საქართველოს სოფლის განვითარება ევროპული LEADER მიდგომით
bf2f2062-385e-4c26-8354-65397dfa143f.png
ENPARD-ის სხვა შედეგები იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD