Enpard Georgia logo
 
შემოუერთდით ENPARD-ს:
 
icon-ge-flag   English
 
www.enpard.ge | Facebook | YouTube | Flickr
 
აპრილი 2017 / გამოცემა N4
 
ENPARD-ის საინფორმაციო ბიულეტენი
 
 
 
 
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
 
 
 
თვის მთავარი ამბები
 

ევროკავშირმა საქართველოში სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი დაიწყო

e14a7b53-3d6f-46f2-826e-b30ab5f1b823.png
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სოფლად სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი ახალქალაქში, თეთრიწაროსა და დედოფლისწყაროში დაიწყო. პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში” (RDFG), ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამა „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში“ (GIPA) ორიენტირებულია ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვზე, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. „მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ (HEKS-EPER) კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით, სიღარიბის შემცირებაზეა ფოკუსირებული.     
 
 
image
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქალი ფერმერების მონაწილეობით თბილისში დისკუსია ჩატარდა
 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქალი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან მსმენელებს საკუთარ ფერმერულ გამოცდილებაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ. ღონისძიება ჩატარდა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის, ოქსფამის ინიციატივით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესპანეთში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან
 
ვროკავშირის ENPARD-ის პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება“ ფარგლებში, ესპანურმა ორგანიზაციამ EVOLUXER-მა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისთვის შემთხვევითი პრინციპით ესპანეთში საერთაშორისო სასწავლო ტურის საგზურები გაათამაშა. ღონისძიების მიზანს მცირე ფერმერული კოოპერატივების წახალისება და გაძლიერება წარმოადგენდა.
 
გაიგეთ მეტი
 
 
image
 
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ ფერმერებისთვის სემინარები ჩატარდა
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ მცირე ფერმერების ინფორმირების მიზნით სემინარები ჩატარდა. შეხვედრებით შესაძლებელი გახდა აგროსექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით არსებული პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
 
გაიგეთ მეტი
 
ENPARD-ის სხვა ახალი ამბები იხილეთ აქ
 
ENPARD-ის უახლესი ისტორიები
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ვარდი 2014“

ევროკავშირის დახმარებით, 5 მეგობარი ქალის ფერმერული ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა კოოპერატივმა შეძლო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, სავენტილაციო და წვეთოვანი საირიგაციო სისტემის დამონტაჟება და ვარდის ნერგების შეძენა და დარგვა. საგრანტო დახმარების გარდა, კოოპერატივმა გაიარა ტრენინგები. შედეგად, კოოპერატივების შემოსავალი ერთ წელიწადში გაოთხმაგდა.

.
image
ყაზბეგის რაგბის ბავშვთა გუნდი „ყაზბეგი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია

“შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი დახმარება რაც ევროკავშირმა და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ გაგვიწია, ჩვენი 4 წლიანი არსებობის მანძილზე არავის გაუწევია. შერკინების დანადგარი გვაძლევს შესაძლებლობას, ბევრად უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში და თავიდან ავიცილოთ ტრავმები. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ მთელი ყაზბეგისთვის, რადგანაც ჩვენი გუნდი არ არის მხოლოდ რაგბის გუნდი - ის არის დიდი სიხარულის მომტანი მთელი რეგიონისთვის, რომელიც სიამაყით ივსება ყველა ჩვენს წარმატებაზე.“ - ამბობს გოჩა ჩქარეული, „ყაზბეგის“ მთავარი მწვრთნელი.

image
ENPARD-ის სხვა ისტორიები იხილეთ აქ
 
ENPARD მედიაში
 
image
 
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში: სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის პროგრამის შესახებ - გადაცემა „საქართველო ევროპულ ოჯახში“.
 
გაიგეთ მეტი
 
.
 
image
 
ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში, სოფელ დარჩელში - გადაცემა „ფერმა“.
 
გაიგეთ მეტი
 
 
ENPARD-ის სხვა თემები მედიაში
 
ბალახეული ჩაის წარმოების სრული ციკლი, კოოპერატივი ,,კონა" - გადაცემა ,,ფერმა"
 
 
სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგია - რადიო „თავისუფლება“
 
ქალთა კოოპერატივი „ნერგები“ სოფელ ზემო ალვანში - გადაცემა “ფერმა“
 
 
სხვა თემები მედიაში იხილეთ აქ
 
 
ENPARD-ის პუბლიკაციები
5a0420cb-8666-4b0c-b125-a5a153ef5b8b.png

ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“ (RAPDI) აქვეყნებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმოხილვის კვლევას რომელიც 10-წლიან პერიოდს (2006-2015) მოიცავს და სექტორში არსებულ ტენდენციებსა და განვითარების მიმართულებებს შეიწავლის.

სრულად იხილეთ აქ

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მათი გამოწვევებისა და პერსპექტივების მიმოხილვა. სტატია მომზადდა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებითა და ორგანიზაციასთან „ქეა“ (CARE) თანამშრომლობით.

სტატია იხილეთ აქ
ჩვენს შესახებ | სიახლეები | დაგეგმილი ღონისძიებები | კონკურსები | ისტორიები | პუბლიკაციები | მედია | კონტაქტი
შემოგვიერთდით:
www.enpard.ge
Facebook
YouTube
Flickr
დაგვიკავშირდით:
ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახური
ფალიაშვილი ქ. 84ა
0165 თბილისი, საქართველო
+995 32 2 22 04 26
info@enpard.ge
ყველა უფლება დაცულია. © 2017 ENPARD